ჩვენი სათასო მიმოხილვაც ამ მატჩით დავიწყოთ: ანდალუსიის უძველეს ქალაქში, რომელიც მე-10 საუკუნეში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
როგორც ვთქვით, ტოპ დივიზიონის სხვა გუნდებმა გაილაღეს. ეს განსაკუთრებით მადრიდის "ატლეტიკოზე" ითქმის კიკე ფლორესის გუნდმა "ლას პალმასი" 5:0 გაანადგურა. კანარის კუნძულებზე თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა, მარადონას სიძემ დუბლი შეასრულა, თუმცა მასპინძელთა რბევა 24-ე წუთზე მადრიდელთა მცველმა დიეგო გოდინმა დაიწყო, ურუგვაელმა კუთხურს თავური შეაგება. "კუნის" პირველი გოლი მის ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა, "ლას პალმასის" მცველები უბრალოდ ვერ დაეწივნენ არგენტინელს. მეორე ტაიმი არგენტინულ-ბრაზილიური კომბინაციით გავიდა, აგუერომ მცველებს თავბრუ დაახვია და უკან პასი დიეგო კოშტას დაუგორა. შემდეგ აგუეროს ჯერი დადგა, მან კოშტას პასით იხეირა. "ლას პალმასის" წვალებას ბოლო ფრან მერიდამ მოუღო, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 5:0 გახადა და "ატლეტიკოც" დამშვიდდა.
"სევილიამ" "რეალ უნიონთან" მატჩში 4:0 "იკმარა". ანდალუსიელთა თავკაცმა გრეგორიო მანსანომ ბასკეთში მთავარი შემტევები, ლუიშ ფაბიანო და ფრედერიკ კანუტე არ წაიყვანა, "უინიონთან" "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ გაილაღა. პირველ ტაიმში ნეგრედომ ჯერ ორი მასპინძელი მოატყუა და შემდეგ მაღალ კუთხეში გაიტანა. მეორეშიც ანგარიში მან გაზარდა. შემდეგ "სცენაზე" დიეგო კაპელი და ალფარო გამოჩნდნენ, მათ კომბინაციებს ჯერ ალფაროს გოლი მოჰყვა, შემდგ კი ხოსე კარლოსს გაატანინეს.
პრიმერაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ უნაი ემერის "ვალენსიამ" ჯავრი "ლოგრონიესზე" იყარა - 3:0. პირველ ტაიმში სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქეს, მაგრამ მეორეში არიც ადურისმა დუბლი შეასრულა, ორივეჯერ მას საგოლე პასი ხუან მატამ გადააწოდა. მესამე გოლი ვისენტეს ანგარიშზეა. ვეტერანმა, ალბათ, კარიერაში ყველაზე იოლი გოლი გაიტანა - "ლოგრონიესის" გოლკიპერ რიოხას ბურთი ხელიდან გაუვარდა და ის "ვალენსიას" ვინგერის "საკბილო" გახდა.
აი, "პოლიდეპორტივო ეხიდო" კი ქების ღირსია - რანგით მესამე დივიზიონის გუნდმა 1:1 ითამაშა "ვილიარეალთან", რომელიც პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილზეა! მოკრძალებულმა ანდალუსიურმა კლუბმა 2008 წელს ამავე სტადიონზე უდიდესი სენსაცია გამოაცხო, როცა "ვილიარეალი" სულაც 5:0 გაანაგურა. ახლა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მსგავს სირცხვილს გადაურჩა, მაგრამ მაინც გვარიანად გაუჭირდა "ეხიდოსთან" მატჩში. ანგარიში "ვილიარეალმა" გახსნა, ამერიკელ ჯოზი ალტიდორს ჩემპიონატში ნაკლებად ენდობიან, ამიტომაც მან თასზე გამოიყენა თავისი შანსი. მატჩის ბოლოს მასპინძლებს ფრე მორენომ მოუტანა. ანდალუსიელთა მცირე გმირობის მიუხედავად, მეორე მატჩის წინ "ვილიარეალი" აშკარა ფავორიტია.
პრიმერა დივიზიონის ბინადართა დუელი ბალეარის კუნძულებზე გაიმართა, მიქაელ ლაუდრუპის "მალიორკამ" შინ 3:1 დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი". ამ წყვილში ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, თუმცა უპირატესობა კუნძულელთა მხარესაა. პირველ ტაიმში დუბლი არგენტინელმა ფერნანდო კავენაგიმ შეასრულა. დავიდ ბარალმა "სპორტინგს" საპასუხო მატჩის წინ შანსი დაუტოვა, თუმცა რუბენის გოლი 90-ე წუთზე, შეიძლება, გადამწყვეტი გამოდგეს.
თასის ამ ეტაპზე კიდევ ერთი პრიმერადივიზიონური დუელი შედგა, მაგრამ ის ნაკლებად თვალსასეირო გამოდგა - "ერკულესმა" და
"მალაგამ" გოლები ვერ გაიტანეს - 0:0. 35-ე წუთზე ალიკანტეელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ხავიერ პორტილიომ ვერ გაიტანა.
"ესპანიოლმა" ლა ლიგიდან გავარდნილ "ვალიადოლიდს" ახალგაზრდა ალვარო ვასკესის დუბლის წყალობით მოუგო - 2:0. მანამდე მასპინძლებს ხავიერ ლოპესთან უხეშობისთვის ხესუს რუედა გაუძევეს. ბასკურმა "პორტუგალეტემ" საპატიო ფრე ითამაშა "ხეტაფესთან" - 1:1. ადრიან სარდინეროს გოლს მასპინძლებმა გაისკა ბერგარას დარტყმით უპასუხეს. "ლევანტემ" 5-გოლიან თრილერში აჯობა სტუმრად "ხერესს". გამარჯვების გოლი ლარეას ანგარიშზეა.
"ბეტისი" სეგუნდა დივიზიონის ლიდერია, ხოლო "სარაგოსა" პრიმერას - ბოლოადგილოსანი. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ამ გუნდების სათასო დაპირისპირებას, მაგრამ სევილიელებმა ვერ ივარგეს, "სარაგოსამ" გაბის გოლის წყალობით 1:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ "სამეფო თასის" IV ეტაპის საპასუხო მატჩები ორ კვირაში გაიმართება, თუმცა ძალიან ბევრი მატჩი მხოლოდ სტატისტიკის მოყვარულებს თუ დააინტერესებს...
უნიონი-სევილია 0:4
სევილია (4-2-3-1): ვარასი - დაბო, ალექსისი (76. რომარიკი), ესკუდე, ფ. ნავარო - ზოკორა, ჩიგარინი (85. კაპელი) - ალფარო, აკოსტა, ხოსე კარლოსი - ნეგრედო (80. როდრი).
გოლები: 0:1 ნეგრედო (44), 0:2 ნეგრედო (68), 0:3 ალფარო (89), 0:4 ხოსე კარლოსი (92)
ლოგრონიესი-ვალენსია 0:3
ვალენსია (4-4-2): მოია - მიგელი, დეალბერტი, მადურო (51. სტანკევიჩიუსი), ალბა - ხოაკინი, ალბელდა, ბანეგა, მატა (66. ვისენტე) - დომინგესი, ადურისი (62. სოლდადო).
გოლები: 0:1 ადურისი (54), 0:2 ადურისი (59), 0:3 ვისენტე (79)
მალიორკა-სპორტინგი 3:1
მალიორკა (4-4-2): ლუქსი - რატინიო, მარტი, რუბენი, კევინი - ნსუე (55. ტეხერა), პერეირა, ჟოაო ვიქტორი, მარტი (70. პინა) - კავენაგი, ვიქტორი.
სპორტინგი (4-5-1): კუელიარი - სასტრე, ბოტია, ხორხე, ლანდეირა (46. კარმელო) - ორფილა, სერხიო (80. რივერა), ეგურენი, მორანი (57. ბარალი), კასტრო - ბილიჩი.
გოლები: 1:0 კავენაგი (11), 2:0 კავენაგი (34-პენ), 2:1 ბარალი (59), 3:1 რუბენი (93)
ერკულესი-მალაგა 0:0
ერკულესი (5-4-1): ველტჰუიზენი - ხუანრა, სარი, როდრიგესი, პულჰაკი, ფრიტცლერი (72. ტ. გომეში) - კრისტიანი, ტოტე (78. კიკო), დრენტე, სენდოა (68. აგილარი) - პორტილიო.
მალაგა (4-4-2): არნაუ - გასპარი, ველინგტონი, ს. სილვა, მტილიგა - ედუ რამოსი (88. ხუანიტო), მალაგუენო, ელიზეუ (68. გამესი), ფერნანდო - სება (62. ქუინსი), ედინიო.
ვალიადოლიდი-ესპანიოლი 0:2
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, რუისი, დიდაცი - მარკესი (76. მოლინა), ბაენა - ლ. გარსია, კორომინასი (46. ს. გარსია), ალვარო - ალონსო 65. ვერდიუ).
გოლები: 0:1 ალვარო (38), 0:2 ალვარო (54)
გაძევება: რუედა (20. ვალიადოლიდი)
პორტუგალეტე-ხეტაფე 1:1
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - პინტოსი, ა. პერესი, ბორხა, მარკანო - ბოატენგი, მოსკერა - არისმენდი (68. პ. რიოსი), ალბინი (67. ესკასი), ადრიანი (77. იბრაჰიმი) - მიკუ.
გოლები: 0:1 ადრიანი (7), 1:1 ბერგარა (52)
ხერესი-ლევანტე 2:3
ლევანტე (4-5-1): მუნუა - სერა, რობუსტე, პალიარდო, ლარეა - რაფა ხორდა (79. ხ. ტორესი), ვენტა, სტუანი, ვალდო (68. ხუანლუ), ა. ლოპესი - იგონი (77. რუბენი).
გოლები: 1:0 ხოსე მარი (30), 1:1 სტუანი (58-პენ), 2:1 ბერმეხო (64), 2:2 სტუანი (80), 2:3 ლარეა (87)
პოლი ეხიდო-ვილიარეალი 1:1
ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი - გონსალო, ორიოლი, მუსაჩიო, კანი (64. კრისტობალი) - ალტიდორი, კატალია, მატილია (81. როსი), ბ. ვალერო (81. კიკო) - მონტერო, მარიო.
გოლები: 0:1 ალტიდორი (44), 1:1 მორენო (92)
კორდობა-რასინგი 2:0
რასინგი (4-5-1): კოლტორტი - პინილიოსი, პონსე, ენრიკე, კრისტიანი - კენედი (83. ი. ბოლადო), კოლსა, ლასენი, ედუ ბედია (68. მუნიტისი) - არანა (68. როზენბერგი), არიელი.
გოლები: 1:0 ორიოლი (25), 2:0 დე სერიო (75)
ბეტისი-სარაგოსა 0:1
სარაგოსა (5-3-2): დობლასი - დიოგო, ლასარო, ედმილსონი, იაროშიკი, ობრადოვიჩი - ხ. ლოპესი, პინტერი, გაბი (86. ბუტაჰარი) - ბრაულიო (82. პერესი), ლაფიტა (67. ანდერი).
გოლი: 0:1 გაბი (61-პენ)
ლას პალმასი-ატლეტიკო 0:5
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, ა. ლოპესი, პერეა, გოდინი (51. ფილიპე) - რ. გარსია (67. პერეა), კამაჩო, მ. სუარესი, ფ. მერიდა - დ. კოშტა, აგუერო (70. რეიესი).
გოლები: 0:1 გოდინი (24), 0:2 აგუერო (41), 0:3 დ. კოშტა (48), 0:4 აგუერო (53), 0:5 მერიდა (84)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"