"ანჟიმ" ვიქტორ ვალდესთან მოლაპარაკება უარყო

AutoSharing Option
რუსულმა კლუბმა "ანჟიმ" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ჭორებს უარყოფს, რომლის მიხედვით, "ანჟი" "ბარსელონას" 31 წლის მეკარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

"მარკამ" ერთ-ერთ გამოცემაში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსული კლუბი ვიქტორ ვალდესს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით, წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

"პრესაში გავრცელებული ჭორები, სა
დაც ირწმუნებიან, რომ "ანჟი" რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს და მათ შორის არის ასევე ვიქტორ ვალდესი, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა რეალურ ტრანსფერზე და ხელმოწერილ კონტრაქტზე ინფორმაციას
კლუბი თავად, შესაბამის დროს გააცნობს გულშემატკივარს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იანვარში
ვალდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ესპანელი მეკარის კონტრაქტი 2014 წლამდე მოქმედებს, მაგრამ ფეხბურთელი "ბარსელონას" დატოვებას ამ ზაფხულს გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული