ჟოზე მოურინიომ "რეალის" ფანებს მიმართა არ გამართონ მისი მხარდამჭერი აქცია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა, არ გამართონ მისი მხარდამჭერი აქცია.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" რამდენიმე გულშემატკივართა კლუბმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო - 30-ე ტურის მატჩის წინ, რომელსაც "რეალი" შინ "ლევანტესთან" გამართავს, მოაწყონ პორტუგალიელი სპეციალისტის მხარდამჭერი აქცია და მას მომავალ სეზონშიც "სამეფო კლუბში" დარჩენა სთხოვონ.

თავად 50 წლის მწვრთნელმა მხარდაჭერისთვის ფანებს მადლობა შეუთვალა, მაგრამ მოუწოდა მათ არ გამართონ აქცია: "მადლობელი ვარ დაფასებისთვის, მაგრამ "გალათასარაისთან" მატჩის წინ ნებისმიერი ასეთი აქცია ფეხბურთელების კონცენტრაციას ხელს შეუშლის, ეს კი შეიძლება ცუდად აისახოს ჩემპიონთა
ლიგის მატჩში
", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერად აქციას მოაწყობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული