მადრიდის "რეალის" ფანების ხმები იკერ კასილიასის სიტუაციასთან დაკავშირებით შუაზე გაიყო

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი გამოჯანმრთელდა, ჟოზე მოურინიომ ის "სარაგოსასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

"სარაგოსასთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც იკერის შემცვლელმა დიეგო ლოპესმა კარგად ითამაშა, მოურინიომ განაცხადა, რომ ლოპესის შემადგენლობიდან "ამოგდება" კასილიასს ძალიან გაუჭირდება.

იქვე, მოურინიომ დაამატა, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "გალათასარაის" წინააღმდეგ იკერ კასილიასი საერთოდ არ იქნება განაცხადში.

"მარკამ" ჟოზეს მიერ გუნდის კაპიტნის იგნორირებაზე გამოკითხვა მოაწყო. ხმები შუაზე გაიყო, პორტუგალიელის მოწინააღმდეგეთა რიცხვი მხოლოდ 200 კაცით მეტია, მის მხარდამჭერებზე.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო:
იკერ კასილიასს დიეგო ლოპესის შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაუჭირდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული