მალაგას საიდუმლო იარაღი
დორტმუნდის "ბორუსიას" მსტოვრები, ალბათ, გაოცებულნი ათვალიერებდნენ მატჩის განაცხადს, როცა "რაიო ვალეკანოსთან" საგარეო მატჩში პედრო მორალესი ამოიკითხეს. მათი გაოცება, და არა მარტო მათი, თამაშის შემდეგ უნდა გენახათ -
ჩილელმა, რომელსაც რამდენიმე თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აქვს გამართული, "მალაგას" ყველა საჯარიმო თუ კუთხური შეასრულა. ის დიდებულად აწოდებს (2 საგოლე პასიც ასე მიითვალა) და შორიდანაც ბრწყინვალედ ურტყამს (შესანიშნავი გოლი გაიტანა). მოკლედ, ძრწოდნენ გერმანელები, მანამდე კი ჩილელი ტურის ნამდვილი აღმოჩენაა.
მანუელ პელეგრინის გუნდმა კი ერთობ შემტევ და სიმპათიურ "ელვებს" მისსავე მოედანზე ველიგტონის, ჟულიო ბაპტიშტას და მორალესის გოლების წყალობით 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშიც სერიოზული განაცხადი გააკეთა.
პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დროა, მათ დაცვაში ასეთი შეცდომები აღარ დაუშვან".
მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ჩემი გუნდის ასეთი კარგი თამაში დიდად მახარებს. რაც შეეხება მორალესის თამაშს - დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გადამწყვეტი ფიგურა იქნებოდა მოედანზე".
აბიდალი სკამზე, ტიტო პარიზიდან
ვიგოში "ბარსას" სათადარიგოთა სკამზე არ იმყოფებოდა ტიტო ვილანოვა (ის პირველად პარიზში გამოჩნდება), მაგრამ სამაგიეროდ, იყო სიმსივნესთან კიდევ ერთი მებრძოლი ერიკ აბიდალი. ფრანგს ამ შეხვედრაში არ უთამაშია, თუმცა მომავალ ტურში ალბათ ამასაც ვნახავთ. მანამდე კი ჟორდი როურას გუნდმა შერეული შემადგენლობით 2 ქულა დაკარგა - 2:2.
ანგარიში ნაჩო ინსამ გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს ლეო მესის პასით კრისტიან ტელიომ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი პირიქით მოხდა, მესის ისტორიულ გოლს ბორხა ოუბინიამ "სელტასთვის" ქულის მომტანი თავურით უპასუხა.
აბელ რესინო (სელტა): "ყველაზე მეტად ჩემი გუნდის თამაშში ის მომეწონა, რომ მათ იოტისოდენა შიშიც კი ვერ შევატყვე "ბარსელონასი".
ჟორდი როურა (ბარსელონა): "შეტევების ინტენსივობა და კოლექტიური თამაში მოიკოჭლებდა. შედეგად მივიღეთ ფრე. მეტოქე ცუდ სიტუაციაშია და მისთვის ყოველი თამაში ფინალია. ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა".
რომ არა კრიშტიანო
"ბარსელონას" არც "რეალი" ჩამორჩა - "სამეფო კლუბმაც" შერეული შემადგენლობით ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ბატალიების წინ და მანაც 2 ქულა დაკარგა. "რეალი" აგებდა "სარაგოსასთან" და კრიშტიანო რონალდოს გოლის წყალობით ქულა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. ერთ ეპიზოდში მსაჯი შეცდა, როცა ელდერ პოშტიგაზე ესიენის ჯარიმა ვერ შეამჩნია და "რეალის" კარში პენალტი არ დანიშნა.
მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და მის კარში აშკარა პენალტი არ დაგვიდეს, ფრე პოზიტიურ შედეგად მიმაჩნია".
ჟოზე მოურინიო (რეალი): "სიმართლეს შეეფერება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშს და გოლების გატანას მოუკლეს, კრიშტიანო რონალდოს გარდა. ამიტომაც გაგვიჭირდა. დიეგო ლოპესი დიდებულად თამაშობს. ძალიან, ძალიან ძნელი იქნება მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდება".
გარსიამ გაისროლა
შაბათის ბოლო მატჩი ვალენსიაში გაიმართა - "ლევანტემ" რუბენ გარსიას ერთადერთი გოლის წყალობით "სევილია" დაამარცხა და ცხრილში გადაასწრო. რუბენმა თავად მოიპოვა ბურთი მოედნის ცენტრში (მადუროს "მოპარა") და საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა.
უნაი ემერი (სევილია): "ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამაზე უკეთ თამაში ნამდვილად გვმართებს".
6-ქულიანები
კვირის მატჩებში პამპლონის "ოსასუნამ" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა სტუმრად ვალიადოლიდში - 3:1. მატჩის გმირი ნავარელთა 27 წლის ფორვარდი კიკე სოლა იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ბოლოადგილოსანმა "დეპორტივომ" სტუმრად 6-ქულიანი და 5-გოლიანი თრილერი მოუგო "მალიორკას", ხოლო ბარსელონაში "ესპანიოლი" "რეალ სოსიედადს" დაუზავდა - 2:2.
ლა ლიგა. XXIX ტური
ვალეკანო-მალაგა 1:3
გოლები: 0:1 ველიგტონი (21), 1:1 პიტი (31-პენ), 1:2 ბაპტიშტა (55), 1:3 მორალესი (86)
რაიო ვალეკანო (4-1-4-1): კობენიო - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო (78. ფ. ვასკესი) - ფუეგო - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი (73. ადრიანი), ხოსე კარლოსი (80. დელიბაშიჩი), პიტი - ლეო კარილიო.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი (76. პიაზონი), ისკო (71. პორტილიო), მორალესი - ბაპტიშტა (66. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: დომინგესი, გალვესი - კაბალიერო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-5; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-12 (6-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 12 500
სელტა-ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 ინსა (38), 1:1 ტელიო (43), 1:2 მესი (73), 2:2 ოუბინია (88)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო - ოუბინია, ინსა (80. მადინდა) - ა. ფერნანდესი, ორელიანა, პრანიჩი (68. დე ლუკასი) - პარკი (60. ბერმეხო).
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, ბარტრა, პიკე, მონტოია - ტ. ალკანტარა (64. ინიესტა), სონგი, ფაბრეგასი (83. ბუსკეტსი) - ტელიო, მესი, ა. სანჩესი (67. ვილია).
გაფრთხილება: კაბრალი, ოუბინია, ლაგო, ფერნანდესი - ფაბრეგასი, სანჩესი, ბუსკეტსი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 8-8 (3-3); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 30 000
Video
30.03.13. სელტა - ბარსელონა 2:2
30.03.13. სელტა - ბარსელონა 2:2
სარაგოსა-რეალი 1:1
გოლები: 1:0 როდრი (6), 1:1 რონალდო (38)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, აპონიო (52. რომარიკი) - ე. ორიოლი (83. ვილჩესი), როდრი (62. ვ. როდრიგესი), მონტანიესი - პოშტიგა.
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა (60. ხედირა), პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ესიენი, მოდრიჩი - კალეხონი (60. დი მარია), კაკა (61. იოზილი), რონალდო - იგუაინი.
გაფრთხილება: ლოოვენსი, როდრი, ალვარო - მოდრიჩი, არბელოა, რამოსი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-10; კარში დარტყმა: 12-16 (5-6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 28 000
Video
30.03.13. სარაგოსა - რეალი 1:1
30.03.13. სარაგოსა - რეალი 1:1
ლევანტე-სევილია 1:0
გოლი: 1:0 რუბენ გარსია (40)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი - რიოსი (89. როდასი), მიჩელი (77. ხუანლუ), რუბენ გარსია - აკვაფრესკა (84. როხერი).
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (70. სისინიო), ფასიო, ფ. ნავარო, მორენო - მადურო (46. მედელი), კონდობია (54. ბ. დიავარა) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი - ნეგრედო.
გაფრთხილება: ვინტრა, ნავარო, რიოსი, გარსია - ნავარო, ნავასი, ნეგრედო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-20 (4-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 500
ვალიადოლიდი-ოსასუნა 1:3
გოლები: 1:0 რუბენი (11 ს.კ.), 1:1 კიკე სოლა (50), 1:2 კიკე სოლა (60), 1:3 დე ლას კუევასი (69)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, სასტრე - ებერტი (71. რამა), ოსკარი, ბუენო (59. ომარი) - მანუჩო (73. გერა).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, არიბასი (47. პუნიალი), დამია (46. ოიერი) - ლოლო, ფ. სილვა - არმენტეროსი, ნინო, დე ლას კუევასი (80. სეხუდო) - კიკე სოლა.
გაფრთხილება: რუედა - დე ლას კუევასი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 9-12 (2-7); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000
მალიორკა-დეპორტივო 2:3
გოლები: 1:0 ვიქტორი (20), 1:1 სილვიო (27), 1:2 მარჩენა (48), 1:3 რიკი (60), 2:3 ნსუე (88)
მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ჟერომელი, ნუნიეში, ლუნა - ტისონე (76. ხ. მარკესი), მარტი (56. ჰემედი), პინა - ალფარო, ვიქტორი (56. ნსუე), ჯოვ. დოს სანტოსი.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, სილვიო - აგილარი, ხ. დომინგესი - გამა (73. სალომაო), ვალერონი (88. ზე კაშტრო), პიცი - რიკი (79. ოლივეირა).
გაფრთხილება: მარტი, პინა, ჟერომელი - მარჩენა, არანსუბია
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-6; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 20-14 (5-9); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 700
ესპანიოლი-სოსიედადი 2:2
გოლები: 1:0 ს. გარსია (9), 1:1 ზურუტუზა (24), 2:1 სტუანი (38), 2:2 ხ. ლოპესი (76 ს.კ.)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი (70. რ. როდრიგესი) - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი, ვერდიუ (83. ბაენა), სიმაო (80. პეტროვი) - ს. გარსია.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა (63. იფრანი), ილარამენდი (73. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: ფორლინი, სანჩესი - ი. მარტინესი, აგირეჩე, გონსალესი, დე ლა ბელა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-15 (4-4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 27 500
ატლეტიკო-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ჟონასი (5), 1:1 ფალკაო (6)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - მანკილიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი (26. რაულ გარსია) - ფალკაო, დ. კოშტა
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - პიატი (83. ვიერა), ბანეგა (66. კანალესი), ჟონასი - ვალდესი (64. სისოკო).
გაფრთხილება: კოშტა, კოკე, ფილიპე ლუიში - პარეხო, პიატი, პერეირა
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 21-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-15 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 49 000
1 აპრილი
ბილბაო-გრანადა 22:00
ბეტისი-ხეტაფე 00:00
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 14 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).
მომდევნო ტური
5 აპრილი
გრანადა-ბეტისი.
6 აპრილი
რეალ სოსიედადი-მალაგა, რეალი-ლევანტე, დეპორტივო-სარაგოსა, ბარსელონა-მალიორკა.
7 აპრილი
სელტა-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ესპანიოლი, ხეტაფე-ატლეტიკო, ვალენსია-ვალიადოლიდი.
8 აპრილი
სევილია-ბილბაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: იკერ კასილიასს დიეგო ლოპესის შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაუჭირდება [VIDEO]
ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გაუტანა [VIDEO]