უეფამ განიხილა ეპიზოდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ”ბარსელონას” და ”კოპენჰაგენს” შორის მოხდა. შეხვედრის 26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ”ბარსელონას” სასარგებლოდ 1:0 იყო, დანიელთა თავდამსხმელი სეზარ სანტინი ესპანური კლუბის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ეპიზოდის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. ”ბარსას” მეკარე ჟოზე პინტომ ორივე ხელი ჰაერში აწია და თამაშგარე მდგომარეობის შესახებ დაიწყო მითითება.
კოპენჰაგენმა მეკარის მოქმედების გამო უეფაში საჩივარი შეიტანა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა პინტოს ორი მატჩით დისკვალიფიცირება გადაწვიტა.