ესპანელი პირველად მოხვდა განაცხადში ტრავმის მიღების შემდეგ.
5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ დაადასტურა, რომ ექიმებმა კასილიასს თამაშის ნება დართეს, თუმცა კარს პირველივე წუთებიდან დიეგო ლოპესი დაიცავს.
"ლევანტესთან" კასილიასი ნამდვილად არ ითამაშებს, ხოლო რა იქნება მომავალში, არ ვიცი", - თქვა კარანკამ.
აქვე გეტყვით, რომ ლოპესი "რეალში" კასილიასის ტრავმის შემდეგ გადავიდა და უმალვე ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით