აიტორ კარანკა: მადრიდის "რეალი" კარგ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ "ლევანტესთან" (5:1) ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"შეხვედრა შეიძლებოდა უფრო ადრეც დასრულებულიყო, თუმცა სანამ ჩვენი მესამე გოლი არ გავიტანეთ ეს არ მოხდა. ვიცოდით, რომ სანამ ამ გოლას არ გავიტანდით, გაგვიჭირდებოდა.

"ლევანტე" გამოცდილი გუნდია, რომელსაც გოლის შექმნა ნებისმიერ კონტრშეტევაზე შეუძლია.

სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს ვუახლოვდებით. გუნდი კარგ ფორმაშია. ამაზე ბოლოდროინდელი მატჩებიც მეტყველებს.

"რეალში" მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ხოლო "ლევანტემ" ბურთის კონტროლის უფლება მოგვცა.

მოდრიჩი და პეპე ძირითადში? მათ დაიწყეს მატჩი, რადგან სათამაშო
პრაქტიკა უნდა დააგროვონ, რომ საკუთარ ძალებში ირწმუნონ და კონკურენციას არ ჩამორჩნენ",
- თქვა კარანკამ.

VideoSportall.Ge
06.04.13. რეალი - ლევანტე 5:1


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ბარსელონა-მალიორკა 5:0 - აბიდალის დაბრუნება, ფაბრეგასის ჰეთ თრიქი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული