ლა ლიგა. XXX ტური: ორჯერ დამარცხებული ვერაგი სენი [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის მთავარი მოვლენა ბარსელონაში, 70-ე წუთზე მოხდა, როცა ჟერარდ პიკეს ნაცვლად მოედანზე ერიკ აბიდალი შევიდა.

33 წლის ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ შეძლო ვერაგი სენის დამარცხება და ახლა უკვე ღვიძლგადანერგილი დაუბრუნდა ფეხბურთს.

"კამპ ნოუ" ფეხზე ამდგარი ეგებებოდა ფრანგს, რომელმაც გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა.

არ შეგვიძლია არ მოვყვეთ კიდევ ერთი ამბავი: "მალაგას" 59 წლის მწვრთნელ მანუელ პელეგრინის შაბათს ჩილეში მამა გარდაეცვალა. მწვრთნელმა ეს ამბავი ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშის შემდეგ უთხრა. "რეალის" ყოფილმა თავკაცმა არც ჟურნალისტებს აწყენინა, პრესკონფერენციას დაესწრო და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა აეროპორტში
სამშობლოში გასაფრენად.

"დორტმუნდთან" საპასუხო მატჩის წინ ანდალუსიურმა კლუბმა მწვრთნელი რამდენიმე დღით დაკარგა.

30-34
ანდალუსიური დერბის ბედი ამ წუთებს შორის გადაწყდა - მას მერე, რაც სევილიურმა "ბეტისმა" 4 წუთში 3 გოლი გაუტანა "გრანადას".

ამ მონაკვეთში ვადილიოს და დორლან პაბონის მონდომების შემდეგ დუბლი შეასრულა 31 წლის ფორვარდმა რუბენ კასტრომ (უკვე 15 გოლი ჩემპიონატში), ერთი გოლი კი კურიოზულზე კურიოზული გამოდგა - პაულაუს თავური ხარიხას მოხვდა და უკან გამოვარდა, მაგრამ იქვე მდგომ ინიგო ლოპესს მოხვდა. ინიგომ მალევე მეტოქის კარშიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოლუმბიელმა პაბონმა თავად გაიტანა. "გრანადამ" ერთიც გაიბრძოლა: კარლოს არანდამ თავურით გაიტანა, ხოლო ბრაზილიელი სიკეირა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მოწყვეტით დაეცა, თუმცა პენალტის ნაცვლად მცველმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის ბოლოს კიდევ ერთმა ვეტერანმა, ანხელ ლოპესმა "გრანადას" კარში კონტრშეტევის წყალობით გაიტანა - 1:5.

ლუკას ალკარასი (გრანადა): "მე მხოლოდ წინსვლა მასწავლეს, უკან არ დავიხევ. დამიჯერეთ, ეს ისევ ის გუნდია, რომელმაც მადრიდელებს მოუგო. ჩვენ გვაქვს პასუხები რთულ კითხვებზე. დღეს კი ფანებისთვის ბოდიშის მოხდის დღეა".

პეპე მელი (ბეტისი): " გვაქვს ამბიცია, ვიბრძოლოთ ევროსაგზურისთვის. დღეს საამისოდ მცირე ნაბიჯიც გადავდგით წინ. კალენდარი რთული გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ჩური ურდინი ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება?
"ანოეტაზე" ნამდვილი ომი გაიმართა ლიგის საგზურისთვის. მატჩის ბედი 10-წუთიანმა მონაკვეთმა გადაწყვიტა, რომლის დროსაც "რეალ სოსიედადმა" 3 გოლი გაიტანა კარლოს კამენის კარში.

თავი კარლოს ველამ, ალბერტო დე ლა ბელამ და ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს.

ტაიმის მიწურულს ჩილელმა პედრო მორალესმა თანამემამულე კლაუდიო ბრავოს შორიდან გაუტანა, მაგრამ "მალაგას" ყველა იმედი მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიმსხვრა, როცა მცველმა ინიგო მარტინესმა კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავით კარში მიუჩინა ადგილი.

ბოლოს კიდევ ერთი შედეგიანი თავური ვიხილეთ როკე სანტა კრუსის შესრულებით - 4:2.

ამ თამაშში მანუელ პელეგრინიმ "დორტმუნდთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა (მხოლოდ 3 ფეხბურთელი დატოვა) და შედეგიც სახეზეა. ახლა "მალაგას" ლიგის საგზურის მოსაპოვებლად უფრო იოლ გზად რჩება "უემბლიზე" ტრიუმფი და უეფას შეწყალება... რაც შეეხება "ჩური ურდინს" (ბასკურად თეთრ-ლურჯები), ეს გუნდი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ასე ახლოს არ ყოფილა.

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "ეს არ იყო გადამწყვეტი გამარჯვება ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში. მეოთხე ადგილისთვის სხვა გუნდებიც იბრძვიან. დღევანდელი დღით, ზურუტუზას და ველას ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კმაყოფილი ვარ - ეფექტურად ვითამაშეთ".

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "მეტოქემ სამართლიანად იმარჯვა, თუმცა არ მივიჩნევ, რომ მათი 4-ქულიანი უპირატესობა გადამწყვეტია, წინ კიდევ 24 ქულაა გასათამაშებელი".

პიპიტას სუპერგოლი
"გალათასარაისთან" მატჩისგან განსხვავებით, ჟოზე მოურინიომ 7 ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა იკერ კასილიასს მხოლოდ სათადარიგოს როლი არგუნა.

"ლევანტემ" კონტრშეტევაზე გაიტანა. ეს მიჩელმა მოახერხა. მადრიდელთა პასუხი გონსალო იგუაინის ულამაზესი გოლი ვარდნაში და კაკას პენალტი იყო, რომელიც კრისტიან ლელის ხელით თამაშს მოჰყვა.

მეორე ტაიმში მოურინიომ სამი ვარსკვლავი შეიყვანა: კრიშტიანო რონალდო (გოლი და პასი), მესუთ იოზილი (2 გოლი) და ანხელ დი მარია (საგოლე პასი) და მათ საბოლოოდ მოარბიეს ვალენსიური კლუბი - 5:1.

VideoSportall.Ge
06.04.13. რეალი - ლევანტე 5:1


აიტორ კარანკა (რეალი): "გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა და თამაშისგან სიამოვნებას იღებს. კაკა იმიტომ შევცვალეთ, რომ მცირე ტრავმა მიიღო".

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "85 წუთი
კარგად ვიცავდით თავს, შემდეგ კი დაცვაში ყურადღება მოვადუნეთ".

ომი რიასორზე და მის გარეთ
"რიასორზე" "დეპორტივომ" ხუთგოლიანი თრილერი მოუგო "სარაგოსას" და ლა ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. სტადიონიდან ხუთას მეტრში კი 70-მდე გალისიელმა ერთ-ერთ ბარში 20 არაგონელი მიიმწყვდია და რომ არა პოლიციის დროული ჩარევა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

ისე კი, 2-3 მსუბუქად დაჭრილი და ამდენივე დაჭერილი ამ ინციდენტს მაინც მოჰყვა.

თავიდან პორტუგალიელმა გამამ დააწინაურა გალისიური კლუბი, მაგრამ მისმა თანამემამულე ელდერ პოშტიგამ პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა. პაკო მონტანიესმა წინ გაიყვანა სტუმრები, მაგრამ საოცარ პირველ ტაიმში ერთი გოლი კიდევ გავიდა - მსოფლიოს ჩემპიონმა კარლოს მარჩენამ დაუმუშავებლად დაარტყა ბურთი "სარაგოსას" კარში.

ყველაფერი კი ავტოგოლმა გადაწყვიტა, რომელიც აბრაამ მინერომ მკერდით გაიტანა. აბრაამის ანტიგმირობა ბოლოს წითელმა ბარათმაც "დაამშვენა".

ნუთუ მესი უშლის ხელს?
ლეო მესი ტრავმის გამო არ იყო და "მალიორკასთან" მატჩში მის პოზიციაზე სესკ ფაბრეგასი დადგა. შედეგად, ერთ საათში (მერე სესკი გაიყვანეს) მის ანგარიშზე ჰეთ თრიკი და 2 საგოლე პასია!

ნუთუ მესი უშლის ხელს "არსენალის" ყოფილ კაპიტანს, მუდამ ასეთ მაღალ დონეზე ითამაშოს?

მესის გარეშე გაილაღა ალექსის სანჩესმაც, რომელმაც პირველი ტაიმის ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო ხუთი წუთი "ბარსამ" 10 კაცით ითამაშა, რადგან დუბლის ავტორმა სანჩესმა ტრავმა მიიღო, შეცვლები კი უკვე განხორციელებული იყო.

VideoSportall.Ge
06.04.13. ბარსელონა - მალიორკა 5:0


აღსანიშნავია, რომ მექსიკელმა ძმებმა დოს სანტოსებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.

ერიკ აბიდალი (ბარსელონა): "მადლობა ჩემს ბიძაშვილს, მის გარეშე მე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი".

კვირის მატჩები
"რაიო ვალეკანომ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "სელტა"; ასეთივე ანგარიშით "ესპანიოლმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა. მადრიდულ დერბიში კი "ხეტაფემ" და "ატლეტიკომ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

ლა ლიგა. XXX ტური
გრანადა-ბეტისი 1:5
გოლები: 0:1 რ. კასტრო (30), 0:2 რ. კასტრო (32), 0:3 ი. ლოპესი (34 ს.კ.), 0:4 პაბონი (53), 1:4 არანდა (71), 1:5 ა. ლოპესი (85)
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ორტისი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ირინეი (46. ბუონანოტე), მ. რიკო - ტორჟე (46. იგჰალო), ბრაიმი, ნოლიტო - არანდა.
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ჩიკა, პაულაუ, მარიო (46. პერკისი), ა. მარტინესი - კანიასი, რ. პერესი, ნოსა - ვადილიო (65. ა. ლოპესი), რ. კასტრო, პაბონი (62. მოლინა).
გაფრთხილება: სიკეირა, ბრაიმი, ბუონანოტე - ნოსა, ლოპესი
გაძევება: სიკეირა (79)
კუთხური: 17-2; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 23-13 (5-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 000

სოსიედადი-მალაგა 4:2
გოლები: 1:0 ველა (20), 2:0 დე ლა ბელა (24), 3:0 გრიზმანი (30), 3:1 მორალესი (43), 4:1 ი. მარტინესი (51), 4:2 სანტა კრუსი (70)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი - ველა (66.ესტრადა), ზურუტუზა (30. პარდო), გრიზმანი (84. იფრანი) - აგირეჩე.
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ს. სანჩესი, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში - იტურა, ნაჩო კამაჩო (74. ჟულიო ბაპტიშტა) - პორტილიო (57. დუდა), სება ფერნანდესი, მორალესი (63. პიაზონი) - სანტა კრუზი.
გაფრთხილება: პარდო, დე ლა ბელა - კამაჩო, ფერნანდესი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-9 (5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 23 500

რეალი-ლევანტე 5:1
გოლები: 0:1 მიჩელი (31), 1:1 იგუაინი (36), 2:1 კაკა (39-პენ), 3:1 რონალდო (84), 4:1 იოზილი (87), 5:1 იოზილი (91)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - კალეხონი (46. რონალდო), კაკა (56. დი მარია), ბენზემა (75. იოზილი) - იგუაინი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, ვინტრა, ხუანფრანი - იბორა, დიოპი - რიოსი (67. ვალდო), მიჩელი (76. ბარკერო), რუბენ გარსია - აკვაფრესკა (68. ელ-ჟარი).
გაფრთხილება: რამოსი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 36-11 (12-3); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 75 000

დეპორტივო-სარაგოსა 3:2
გოლები: 1:0 გამა (11), 1:1 პოშტიგა (16-პენ), 1:2 მონტანიესი (35), 2:2 მარჩენა (40), 3:2 აბრაამი (56 ს.კ.)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო (86. აიოსე), აიტამი (61. ზე კაშტრო), მარჩენა, სილვიო - აგილარი, ხ. დომინგესი - გამა, ვალერონი, პიცი - რიკი (74. სალომაო).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, რომარიკი (76. ბიენვენუ) - ე. ორიოლი (60. ვ. როდრიგესი), როდრი (84. კარმონა), მონტანიესი - პოშტიგა.
გაფრთხილება: აიტამი, პაბლო, რიკი, მარჩენა, აგილარი - სეპუნარუ, აბრაამი, რობერტო, ლოოვენსი
გაძევება: აბრაამი (81)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 12-7 (6-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 29 000

ბარსელონა-მალიორკა 5:0
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (20), 2:0 ა. სანჩესი (22), 3:0 ფაბრეგასი (37), 4:0 ა. სანჩესი (38), 5:0 ფაბრეგასი (46)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე (70. აბიდალი), მონტოია - ტ. ალკანტარა, სონგი, ინიესტა (50. ჯონათან დოს სანტოსი) - ა. სანჩესი, ფაბრეგასი (64. დეულოფეუ), ტელიო.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ბიგასი, კევინი - ტისონე, პინა (70. ხ. მარკესი) - ნსუე (46. მარტი), ალფარო, ჯოვანი დოს სანტოსი - ჰემედი (46. არისმენდი).
გაფრთხილება: სანჩესი - ალფარო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 22-13 (9-3); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 85 000

სელტა-ვალეკანო 0:2
გოლები: 0:1 პიტი (14), 0:2 დელიბაშიჩი (83)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი (46. ვილა), ლაგო - ოუბინია, პრანიჩი (61. კრონ-დელი) - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი, ორელიანა - პარკი (54. ბერმეხო).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ფიგუერასი, კასადო - ფუეგო, ტრაშორასი - ლ. ბანგურა (63. ხოსე კარლოსი), ა. დომინგესი (86. ადრიანი), პიტი - ლეო კარილიო (78. დელიბაშიჩი).
გაფრთხილება: ლოპესი, ფერნანდესი, ბერმეხო, ვილა, ორელიანა - პიტი, კასადო, ტიტო, ფუეგო, რუბენი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14-11 (2-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 23 000

ოსასუნა-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 მორენო (51), 0:2 ვაკასო (91)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი (85. ხ. ლორენტე), არიბასი, ოიერი - ლოლო (63. პუნიალი), ფ. სილვა - არმენტეროსი, ნინო, დე ლას კუევასი (82. მასუდი) - კიკე სოლა.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ფორლინი, ბაენა (86. პეტროვი) - სტუანი, ვერდიუ (76. ტეხერა), სიმაო (46. ვაკასო) - ს. გარსია.
გაფრთხილება: არიბასი, ოიერი, ბერტრანი, სილვა - სტუანი, მორენო, კოლოტო, ლოპესი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-10 (3-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 19 000

ხეტაფე-ატლეტიკო 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, ლოპო, ფ. ფერნანდესი, ალექსისი - ხ. ტორესი (73. ალკასერი), ბორხა - პედრო ლეონი (16. ლაფიტა), ბარადა, დ. კასტრო - კოლუნგა (85. ა. ვასკესი).
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ადრიან ლოპესი (72. კ. როდრიგესი), მ. სუარესი, გაბი, კოკე (61. ოლივერ ტორესი) - ფალკაო, დ. კოშტა (76. რაულ გარსია).
გაფრთხილება: ალექსისი, ვალერა - სუარესი, გაბი, გოდინი
გაძევება: სუარესი (72), გოდინი (92)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17-11 (4-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 13 000

ვალენსია-ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 ბალენსიაგა (38 ს.კ.), 1:1 ოსკარი (71), 2:1 ჟონასი (93)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, მატიო, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა (74. ბანეგა) - ფეგული (82. ვალდესი), კანალესი (72. ვიერა), ჟონასი - სოლდადო.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, რუედა - ლარსონი (74. რამა), ოსკარი, ომარი (62. სასტრე) - მანუჩო (88. გერა).
გაფრთხილება: პარეხო - სერენო
გაძევება: სერენო (57)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 3-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 27-9 (11-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 41 000

8 აპრილი
სევილია-ბილბაო 00:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ალვარო ნეგრედო (სევილია); 14 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

მომდევნო ტური
12 აპრილი
ბეტისი-სევილია.

13 აპრილი
ვალიადოლიდი-ხეტაფე, ლევანტე-დეპორტივო, ესპანიოლი-ვალენსია, მალაგა-ოსასუნა.

14 აპრილი
რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-გრანადა, სარაგოსა-ბარსელონა, ბილბაო-რეალი.

15 აპრილი
მალიორკა-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-მალიორკა 5:0 - აბიდალის დაბრუნება, ფაბრეგასის ჰეთ თრიქი [VIDEO]
აიტორ კარანკა: მადრიდის "რეალი" კარგ ფორმაშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული