მადრიდის "რეალის" ფანებმა ჟოზე მოურინიო ადოლფ ჰიტლერს შეადარეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა 30-ე ტურის მატჩის წინ პლაკატი გამოფინა, რომელშიც ჟოზე მოურინიო ადოლფ ჰიტლერს შეადარეს.

"ლევანტესთან" მატჩის წინ სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან გულშემატკივრებს დახვდათ ეს პლაკატი: "ჰაილ მოუ". პლაკატზე გერმანიის ნაციონალ-სოციალიზმის ლიდერის და მოურინიოს კარიკატურებია გამოსახული.

სხვათა შორის, ამ პლაკატმა ესპანეთშიც და დანარჩენ მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია "რეალის" ფანებს შორის.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "მალიორკა" 5:1 დაამარცხა და განიმტკიცა მე-2 ადგილი.

ასევე იხილეთ:
რუმინელი ჟურნალისტები "ვან ჰიტლერის" დაწერისთვის ლუის ვან გაალის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული