რადგან "ბარსელონას" ლიდერის შემჩერებელი ადამიანთა შორის აქამდე ვერ მოიძებნა, იაპონელმა ინჟინრებმაც რობოტი-მეკარე შექმნეს, რომელიც დარტყმულ ბურთზე ადამიან-მეკარეზე კარგად თუ არა, ცუდად აშკარად არ რეაგირებს.
ერთი სიტყვით, იაპონელებმა მესის რობოტთან დუელი შესთავაზეს და არგენტინელმაც გამოწვევა ხალისით მიიღო.
მესიმ პენალტების სერიაში მანქანას ვერ აჯობა (2:2) - ოთხი ცდიდან მხოლოდ ბოლო ორი დარტყმის შემდეგ გავიდა კარში ბურთი. იქამდე კი ერთხელ რობოტმა "გამოუცნო კუთხე", მეორე ჯერზე კი ბურთი ძელს მოხვდა.
Video
ლიონელ მესიმ იაპონურ რობოტ-მეკარეს ვერ აჯობა [VIDEO]" />ლიონელ მესიმ რობოტ-მეკარეს ვერ აჯობა