ესპანური მედიის ინფორმაციით, ამის წინააღმდეგი არც "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.
მოგეხსენებათ, როცა "რეალი" სტამბულს სტუმრობდა "გალათასარაისთან" მატჩის გასამართავად, პერესი გუნდს გაჰყვა. იქ ფლორენტინო "ფენერის" პრეზიდენტ აზიზ ილდირიმს შეხვდა და კაკას ტრანსფერის თაობაზეც ისაუბრეს. ინიციატორი თურქი იყო, თუმცა არც "რეალის" პრეზიდენტია წინააღმდეგი, რომ შედგეს ბრაზილიელის გადასვლა თურქეთში.
ასევე შეიძლება "ფენერბაჰჩეში" აღმოჩნდეს რიკარდო კარვალიოც. თურქული გუნდი ცენტრალურ მცველს ეძებს და პერესმა პორტუგალიელს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, რეკომენდაცია გაუწია.
კაკა: თუ მოურინიოს დავჭირდი, მე მზად ვარ