ესპანეთის პრემიერმა რომის პაპს ესპანეთის ნაკრების მაისურა გადასცა

AutoSharing Option
ვატიკანში, რომის პაპთან აუდიენციით ისარგებლა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ და მას ესპანეთის ნაკრების მაისურა გადასცა.

რახოი ვატიკანში მეუღლესთან, ელვირა ფერნანდესთან ერთად იმყოფებოდა. რახოიმ ახალ პაპს ასევე გადასცა ფრანსისკო დე ოლანდას 1500 წელს გამოსული წიგნის ზუსტი ასლი.

ფრანცისკმა განსაკუთრებით ფეხბურთელთა ხელმოწერებით დამშვენებული "ლა როხას" მაისურით გაიხარა. შეგახსენებთ, რომ პაპი არგენტინელია და იქაური კლუბის, "სან ლორენსოს" გულშემატკივარია.

ასევე იხილეთ:
სანდრო როსელმა "ბარსელონას" თამაშზე რომის პაპი დაპატიჟა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული