მადრიდის "ატლეტიკოს" ბურაქ ილმაზი სურს

AutoSharing Option
ესპანური პრესა 27 წლის თურქი თავდამსხმელის, ბურაქ ილმაზის აგენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ "გალათასარაის" ფორვარდი ზაფხულში შეიძლება მადრიდის "ატლეტიკოს" წევრი გახდეს. ამავე დროს, ილმაზის აგენტი ამბობს, რომ "ატლეტიკო" ფეხბურთელის კარიერის განვითარების ერთადერთი ვარიანტი არ არის, მისით იტალიური სერია A-ს რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

"ჩვენ მზად ვართ, ყველა წინადადება განვიხილოთ, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ილმაზი "გალათასარაიში" ყველაფრით კმაყოფილია", - განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

ბურაქ ილმაზი თურქული სუპერლიგის ბომბარდირია. 25 მატჩში მან 18 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე - 8 გოლი. ილმაზი თურქეთში უნიკალური ფეხბურთელია.
მან 4-ივე თურქულ გრანდში (ბეშიქთაში, ფენერბაჰჩე, ტრაბზონი, გალათასარაი) მოასწრო თამაში.

ბურაქ ილმაზით დაინტერესება კი უშუალოდ მიუთითებს, რომ "ატლეტიკოს" ზაფხულში მთავარი ვარსკვლავის, რადამელ ფალკაოს გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს. ლა ლიგაში კოლუმბიელს უკვე 24 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონატის დასრულებამდე კი კიდევ 7 ტური რჩება.

ასევე იხილეთ:
ბურაქ ილმაზი: სადაც "რეალს" ვაჯობებთ, იქ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული