რომელ ფეხბურთელებს დაემშვიდობება "ბარსელონა" ზაფხულში

AutoSharing Option
როდესაც "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის შეიკრიბება, პირველ გუნდში 32 ფეხბურთელი იქნება, თუმცა ტიტო ვილანოვა მიიჩნევს, რომ 22-23 საკმარისია (ლა ლიგის წესით, განაცხადში შეიძლება 24 ფეხბურთელის შეყვანა). ამიტომაც ზაფხულში "ბარსელონადან" ბევრს წასვლა მოუწევს.

მთავარი საკითხი
მთავარი საკითხია, წავლენ თუ არა ვიქტორ ვალდესი და დავიდ ვილია ამ ზაფხულშივე გუნდიდან. ვალდესს კიდევ 1 წელი რჩება კონტრაქტით. მთავარია, რა შეთავაზებას მიიღებენ ვალდესი და ვილია ზაფხულში.

სავარაუდოდ, ორივეს ლონდონის "არსენალი" დაუკავშირდება.

ალექსის სანჩესს დარჩენა სურს, მაგრამ მისით "იუვენტუსია" დაინტერესებული და არც კატალონიელები იტყვიან ჩილელის გაყიდვაზე უარს.

უნიკალური შემთხვევა
ერიკ აბიდალს ხელშეკრულება უსრულდება, მაგრამ ეს უნიკალური შემთხვევაა და ფრანგ ვეტერანს "ბარსა" ცუდად არც ერთ ვარიანტში არ მოექცევა, თუმცა შეიძლება, ერიკმა თავად გადაწყვიტოს ფეხბურთიდან წასვლა.

ახალგაზრდები
ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელის საკითხი ზაფხულში გადაწყდება. ესენია: მარკ ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო. პირველ ორზე "ბარსას" შეფები სიამოვნებით განიხილავენ წინადადებებს, მონტოიასა და ტელიოს დატოვება კი უნდათ.

განათხოვრებულები
ოთხი ფეხბურთელი იჯარითაა გასხვისებული: იბრაჰიმ აფელაი, ბოიან კრკიჩი, ანდრეუ ფონტასი და ისააკ კვენკა. პირველ სამეულს "ბარსაში" მომავალი აღარ აქვს, კვენკას საკითხი გადასაწყვეტია ზაფხულში.

რეზერვისტები
დაბოლოს, "ბ" გუნდის წევრები, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან მთავარ გუნდში: ოიერი, რაფინია, ჟერარდ დეულოფეუ, მარკ მუნიესა, სერხი რობერტო.

სერხი რობერტოს და ჟერარდ დეულოფეუს "ბარსას" მომავალს უკავშირებენ, სხვების საკითხი გასარკვევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" ამ ზაფხულს ოთხი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული