ლა ლიგა. XXXII ტური: "ბარსელონა" ჩემპიონი - უკვე შემდეგ ტურში? [VIDEO]

AutoSharing Option
მომავალ ტურში შეიძლება "ბარსელონა" "სან მამესზე" გახდეს ჩემპიონი. ამისთვის ორი რამ არის საჭირო - თავად დაამარცხოს "ბილბაო" და "რეალი" მადრიდულ დერბიში დამარცხდეს.

თუკი ასე მოხდა, "საფეხბურთო კათედრალზე" ზედიზედ მეორედ გაირკვევა ტიტულის ბედი. შარშან ბილბაოში "სამეფო გუნდი" გაჩემპიონდა. ზედიზედ მესამედ კი ეს ვეღარ მოხდება, "სან მამესი" ამ სეზონის შემდეგ საფეხბურთო ესპანეთს ემშვიდობება...

ელვებმა კუნძულზე ორი ქულა და ვარსკვლავი დაკარგეს
გრეგორიო მანსანოს "მალიორკამ" შინ ქულა მოიპოვა, რომელიც შეიძლება ბოლოს დარჩენისათვის ბრძოლაში გამოადგეს. თავიდან მადრიდელები დაწინაურდნენ - პიტიმ დამუშავების გარეშე, ორიგინალურად დაარტყა კალატაიუდის
კარში. თუმცა ანგარიში მალევე გათანაბრდა, "რაიოს" კართან კუთხურს არეულობა მოჰყვა და ალეხანდრო ალფარომ ამით ისარგებლა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა სამჯერ გაარტყეს ძელს (ერთხელ ლეო კარილიომ, ხოლო ორჯერ ალჰასან ბანგურამ). ამასთან, კარგად გაისარჯა სარეზერვო გოლკიპერი კალატაიუდი. სტუმართა ამომავალმა ვარსკვლავმა ლეო კარილიო ბაპტიშტაომ მეორე ტაიმში ლავიწის ძვალი გაიტეხა. ბრაზილიელი ძალიან უიღბლოა, ორ სეზონში მან მესამედ გაიტეხა ლავიწის ძვალი.

გრეგორიო მანსანო (მალიორკა): "ფრე ყველაზე ნაკლები ბოროტებაა, განსაკუთრებით, თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით".

პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "სირცხვილია, როცა ამხელა უპირატესობას ვერ იყენებ".

რომ არა ებერტი და ხაიმე
"გრანადას" უდიდესი სათამაშო უპირატესობა "ვალიადოლიდის" ორი ფეხბურთელის გამო ანგარიშში არ აისახა - ჯერ გერმანელმა პატრიკ ებერტმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში და მასპინძლები რთულ სიტუაციაში ჩააგდო.

მართალია, იუსეფ ელ-არაბიმ პირველ ტაიმშივე გაათანაბრა თავურით, მაგრამ მეტის უფლება ანდალუსიელებს უკვე მეკარე ხაიმე ხიმენესმა აღარ მისცა.

ლუკას ალკარასი (გრანადა): "ეს იყო მატჩი-მონოლოგი, სტუმართა მეკარემ სისხლი გაგვიშრო".

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "დღეს ხაიმე ბრწყინვალე იყო. უშუალო კონკურენტთან ქულა მოვიპოვეთ, კმაყოფილი ვარ".

იოზილ-შოუ
ჟოზე მოურინიომ "ბეტისის" წინააღმდეგ გუნდი გადაახალისა. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზზე ითქმის. სევილიელები მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს გატყდნენ, როცა ბენზემას პასით მესუთ იოზილმა გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში უკვე ფრანგმა გაიტანა, ვისი ასისტენტობაც კრიშტიანო რონალდომ იკისრა. მატჩი ერთხელაც დაიძაბა, როცა რუბენ კასტროს მოცელვისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ხორხე მოლინამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

დაძაბულობა ბოლო წუთამდე იგრძნობოდა. მაშინ კი იოზილმა დუბლი შეასრულა - 3:1.

"დორტმუნდთან" მატჩის წინ "სამეფო კლუბს" ძვირი დაუჯდა 3 ქულა - ტრავმები მიიღეს: მარსელომ, რიკარდო კარვალიომ, ბენზემამ და ლუკა მოდრიჩმა. აღვნიშნავთ 21 წლის ბრაზილიელი კასემიროს დებიუტს "რეალში". ის "სან პაულოდან" იჯარით თამაშობს ესპანეთის დედაქალაქში.

აიტორ კარანკა (რეალი): "ყველაზე ცუდი ამ თამაშში ბიჭების ტრავმები იყო. კიდევ კარგი, ბენზემას ტრავმა უმნიშვნელოა, რასაც ვერ ვიტყვი მარსელოზე".

პეპე მელი (ბეტისი): "მადრიდელებს მესუთ იოზილის სახით ნამდვილი მარგალიტი ჰყავთ".

სესკმა უშველათ
ლეო მესი მატჩის განაცხადშიც არ იყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ლეოს გარეშე "ბარსა" სულ სხვა გუნდია. პირველ ტაიმში ინიესტას წაქცევისთვის დანიშნული არცთუ 100%-იანი პენალტი ვერ გამოიყენა დავიდ ვილიამ - მას კეილორ ნავასმა აუღო. მეორეს დასაწყისში კი რობერტ აკვაფრესკას წესების დაცვით გატანილი არ ჩაუთვალეს.

თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა გამოიგონა. "ბარსა" უკვე ახლოს იყო პირველად ჩემპიონატში გოლის გაუტანლად მატჩის დასრულებასთან, მაგრამ 84-ე წუთზე კატალონიელები სესკ ფაბრეგასმა იხსნა.

ჟორდი როურა (ბარსელონა): "მოხარული ვარ, რომ აბიდალმა სრული მატჩი ითამაშა და დაამტკიცა, რომ გუნდში ძველებურად საჭიროა".

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა გუნდის მონდომებით ახლაც კმაყოფილი ვარ".

სრული რევანში
"ვალენსიას" შური ჰქონდა საძიებელი, პირველ წრეში "მალაგასთან" 0:4 დამარცხდა. "ღამურებმა" ეს მეტად ორიგინალურად შეძლეს - 6 წუთში 4 გოლი გაუტანეს მანუელ პელეგრინის გუნდს, 25-ედან 31-ე წუთამდე!

ჯერ პარეხომ ისარგებლა მარტინ დემიკელისის შეცდომით, შემდეგ სისოკოს გარღვევის შემდეგ რობერტო სოლდადომ გაიტანა, მალევე დემიკელისმა ორი მეტოქე მოცელა საჯარიმოში და სოლდადომ დუბლი შეასრულა, წამებში კი სერხიო კანალესმაც გაიტანა. ტაიმის მიწურულს ერთი გოლი ჟულიო ბაპტიშტამ შორეული საჯარიმო დარტყმით გაქვითა. მეორე ტაიმში ევერ ბანეგამ დაასრულა ანდალუსიელთა რბევა - 5:1.

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ჩვენი მიზანი იყო მოგება და არა მეტოქის განადგურება".

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ძალიან ძნელია, რაიმე ახსნა მოუძებნო იმას, რაც მოედანზე მოხდა".

მეფე ლომის პირველი გოლი სექტემბრის შემდეგ
კვირას "ესპანიოლმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა 9-კაციანი "ხეტაფე" და რეალურად ჩაება ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში. "დეპორტივომ" 10-კაციან "ბილბაოს" ვერ მოუგო - 1:1.

ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა "მეფე ლომმა" ფერნანდო ლორენტემ, რომელმაც ლა ლიგაში თავი სექტემბრის შემდეგ პირველად(!) გამოიჩინა. პამპლონაში ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლ "რეალ სოსიედადს" მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინეს - 0:0.

ლა ლიგა. XXXII ტური
მალიორკა-ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 პიტი (7), 1:1 ალფარო (12)
მალიორკა (4-3-3): კალატაიუდი - ჰატონი, ჟერომელი, ბიგასი, კევინი - პინა, მარტი, ხ. მარკესი (76. არისმენდი) - ალფარო, ჰემედი (69. მ. პერეირა), ჯოვ. დოს სანტოსი.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ამატი (71. არბილია), ფიგერასი, კასადო - ფუეგო, ტრაშორასი - ლ. ბანგურა, ლეო კარილიო (65. ხოსე კარლოსი), პიტი - დელიბაშიჩი (79. ტამუდო).
გაფრთხილება: ბიგასი, კევინი, ჰემედი, პინა - ამატი, რუბენი, ტიტო, ბანგურა, კასადო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 30-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-19 (5-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 15 000

გრანადა-ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 0:1 ებერტი (59), 1:1 ელ-არაბი (72)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - ტორჟე (63. ბუონანოტე), რესიო, მ. რიკო, ნოლიტო - ელ-არაბი, იგჰალო (76. არანდა).
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, ვ. პერესი - ებერტი (68. ბუენო), გერა, ოსკარი (76. სასტრე) - ლარსონი (84. ომარი).
გაფრთხილება: ტორჟე, დიახატე, რესიო
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 28-2 (10-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 21 000

რეალი-ბეტისი 3:1
გოლები: 1:0 იოზილი (45), 2:0 ბენზემა (57), 2:1 მოლინა (73-პენ), 3:1 იოზილი (90)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ნაჩო, ალბიოლი, კარვალიო, მარსელო (14. ვარანი) - კასემირო, მოდრიჩი (62. პეპე) - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა (72. იგუაინი).
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, პაულაუ, ამაია, ა. მარტინესი - კანიასი (66. რ. პერესი), ბენიატი - პაბონი, ნოსა (46. მოლინა), კემპბელი (58. ვადილიო) - რ. კასტრო.
გაფრთხილება: ნაჩო, იგუაინი, რონალდო - კანიასი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 20-20 (8-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 75 000

VideoSportall.Ge
20.04.13. რეალი - ბეტისი 3:1


ბარსელონა-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 ფაბრეგასი (84)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ადრიანო, აბიდალი, მონტოია - ტ. ალკანტარა (66. პედრო), სონგი, ინიესტა (58. ჩავი) - ვილია, ფაბრეგასი, ტელიო (76. ა. სანჩესი).
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - სიმაო, დიოპი - ელ ჟარი (68. ვალდო), ბარკერო, რუბენ გარსია (89. როხერი) - აკვაფრესკა.
გაფრთხილება: სონგი - დიოპი, ლოპესი
შენიშვნა: ვილიამ ვერ გაიტანა პენალტი (17)
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 13-5; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 18-4 (9-0); ბურთის ფლობა: 78%-22%.
მაყურებელი: 79 000

VideoSportall.Ge
20.04.13. ბარსელონა - ლევანტე 1:0


ვალენსია-მალაგა 5:1
გოლები: 1:0 პარეხო (25), 2:0 სოლდადო (28), 3:0 სოლდადო (30-პენ), 4:0 კანალესი (31), 4:1 ჟ. ბაპტიშტა (45), 5:1 ბანეგა (56)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, მატიო, სისოკო - ალბელდა (67. რუისი), პარეხო - ჟონასი (83. ბერნატი), ბანეგა, კანალესი (34. ფეგული) - სოლდადო.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო (64. ს. სანჩესი), იტურა (84. პიაზონი) - ხოაკინი, ჟ. ბაპტიშტა, ისკო - სავიოლა (46. დუდა).
გაფრთხილება: ბანეგა, პერეირა, ალბელდა - დემიკელისი, ისკო, კამაჩო, ველიგტონი, დუდა, გამესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-11 (10-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 36 000

ხეტაფე-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 ვერდუ (37), 0:2 სტუანი (74)
ხეტაფე (4-1-4-1): კოდინა - ვალერა, ფ. ფერნანდესი, ლოპო, მანე - ბორხა - პედრო ლეონი, დ. კასტრო (68. სარაბია), ბარადა, ლაფიტა (54. ხ. ტორესი) - ალკასერი (53. ა. ვასკესი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი (67. კასილია) - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი (83. ალფონსო), ვერდუ, ვაკასო (76. სიმაო) - ს. გარსია.
გაფრთხილება: ბორხა, ფერნანდესი, კასტრო, ტორესი - სანჩესი, კოლოტო, სტუანი, გარსია, ფორლინი, ალვარესი, ვაკასო
გაძევება: ბორხა (52), ფ. ფერნანდესი (72)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 7-9 (3-7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 10 000

დეპორტივო-ბილბაო 1:1
გოლები: 1:0 გამა (38), 1:1 ლორენტე (44)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, კაკა, სილვიო - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - გამა, ვალერონი (70. პ. ასუნსაო), პიცი - რიკი (87. ოლივეირა).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ეკიზა, აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ანდერი, მუნიაინი (75. ი. გომესი) - ფ. ლორენტე (75. ადურისი).
გაფრთხილება: რიკი - ანდერი, იტურასპე, სუსაეტა, ეკიზა
გაძევება: იტურასპე (81)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-17 (4-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 000

ოსასუნა-სოსიედადი 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, არიბასი, ფლანიო, ნანო - ლო, ფ. სილვა (78. პუნიალი) - სეხუდო (89. მასუდი), არმენტეროსი, დე ლას კუევასი (73. ნინო) - კიკე სოლა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, ელუსტონდო (67. გ. კასტრო) - ველა (81. იფრანი), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: არმენტეროსი, ნანო, ოიერი - გონსალესი, გრიზმანი, კადამურო, ველა
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-12 (4-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 19 500

სევილია-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 ფალკაო (76)
სევილია (3-4-3): ბეტო - კალა, ბოტია (59. მადურო), ფ. ნავარო (78. ბ. დიავარა) - კოკე, რაკიტიჩი, კონდობია, მორენო - ხესუს ნავასი, ნეგრედო, რეიესი (67. პეროტი).
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - კოკე (88. საული), მ. სუარესი, გაბი, კ. როდრიგესი (62. რაულ გარსია) - ფალკაო, დ. კოშტა (67. ადრიან ლოპესი).
გაფრთხილება: ბოტია - ფალკაო, გოდინი, სუარესი, კოშტა, კურტუა
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-8 (3-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 41 000

22 აპრილი
სელტა-სარაგოსა 00:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

მომდევნო ტური
26 აპრილი:
რაიო ვალეკანო-ოსასუნა.

27 აპრილი:
ლევანტე-სელტა, ბილბაო-ბარსელონა, ატლეტიკო-რეალი, სარაგოსა-მალიორკა.

28 აპრილი:
ესპანიოლი-გრანადა, მალაგა-ხეტაფე, ვალიადოლიდი-სევილია, რეალ სოსიედადი-ვალენსია.

29 აპრილი:
ბეტისი-დეპორტივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სესკ ფაბრეგასი: ზოგიერთ ადამიანს სურს, რომ პრიმერაზე აღარ ვიფიქროთ [VIDEO]
მესუთ იოზილმა 150-ე მატჩი "რეალში" დუბლით დააგვირგვინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული