"სამეფო კლუბის" პრეზიდენტი შეეხო კრიშტიანო რონალდოს თემასაც. მოგეხსენებათ, პრესაში ხშირად იწერება, რომ პორტუგალიელი შეიძლება "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდეს, ან კიდევ ყოფილ გუნდ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდეს.
"კრიშტიანოსთან კლუბის ხელმძღვანელობას საერთოდ არ აქვს პრობლემა. რა თქმა უნდა, ის კარიერას "რეალში" გააგრძელებს".
სხვათა შორის, გულშემატკივართა ნაწილმა აღნიშნა, რომ თუ საჭიროა, რონალდოს შესანარჩუნებლად თანხის მოგროვების კამპანიას წამოიწყებენ, რაზეც პერესმა მიუგო, რომ ყველა ფინანსურ საკითხს კლუბი თავად გადაწყვეტს.
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდოს ახალი კონტრაქტი ფლორენტინო