ლევანტე-დეპორტივო, შესაძლოა, ჩაწყობილი იყო

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) ჩაწყობილი თამაშის ეჭვით ესპანური პრიმერას ერთი შეხვედრის დეტალების გამოძიება დაიწყო.

საუბარია 31-ე ტურის მატჩზე, რომელშიც "ლევანტე" "დეპორტივოს" შეხვდა. ეს მატჩი "დეპორტივომ", რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, 4:0 მოიგო. ვალენსიური კლუბი კი აბსოლუტურად უმოტივაციოა.

ეს შეხვედრა ვალენსიაში გაიმართა და უკვე ტაიმის შემდეგ 0:3 იყო. სწორედ შესვენებისას ნახევარმცველმა ხოსე ბარკერომ რეპორტიორებს უთხრა, რომ მისი თანაგუნდელების ნაწილს, უბრალოდ, არ სურს ბრძოლა მოედანზე.

ამის გამო ბარკეროს "ლევანტეს" რამდენიმე ფეხბურთელთან დაპირისპირება გასახდელში მოუვიდა.

ოთხშაბათს ბარკერომ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, ბრალი უსაფუძვლოდ დაგდეთო, თუმცა
LFP, როგორც ჩანს, სხვა აზრზეა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის პროფესიული ლიგის ახალი პრეზიდენტის ახალი გეგმები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული