უელსელი ფეხბურთელი ამ სეზონში "სპურსის" მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალეა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სან სიროზე" "ინტერთან" ჰეთ თრიქიც კი შეასრულა.
"ის საინტერესო ფეხბურთელია, განსხვავებული სტილით, რომელიც შესაძლოა ლა ლიგისთვის დადებითი და შესაფერისი აღმოჩნდეს. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ მის თაობაზე არავისთან მისაუბრია", - ამბობს სუბისარეტა.
"ტოტენჰემის" ბოსი ჰარი რედნაპი კი დიდი ხანია მტკიცედ იმეორებს, რომ ბეილი არ იყიდება.
მომზადებულია www.goal.com-ის მიხედვით