ლა ლიგა. XXXIV ტურის წინ: ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ "აფეთქდა"

AutoSharing Option
ამას წინათ ლა ლიგის დარჩენილი მატჩების ანალიზი რომ შემოგთავაზეთ, "ბარსელონას" ოფიციალურად გაჩემპიონებისთვის ეს უქმე დავთქვით:

"ბარსა" "ბეტისს" მასპინძლობს და მართლაც შეუძლია გაიფორმოს პრიმერას ჩემპიონობა, მაგრამ ამისთვის, დღით ადრე, "რეალმა" შინ ვერ უნდა მოუგოს "რეალ ვალიადოლიდს", რაც ნაკლებად სავარაუდო გვგონია.

ასე რომ, მაინც საეჭვოა, რომ კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი შემოლაწუნება შიდა ტიტულით განიქარვოს.

ბრძოლა გადარჩენისთვის: სამართლიანი და უსამართლო
ბოლო ხუთ ტურში მთავარი ბრძოლა ცხრილის ფსკერზეა, სადაც 6 გუნდი გააფთრებით იბრძვის, რომ უკანასკნელ ტრიოში არ მოხვდეს და არ დატოვოს ელიტა.

ამ
გუნდებში ყველაზე ცუდი მდგომარეობა ბალეარის კუნძულების სიამაყე "მალიორკას" აქვს, რომელიც სახელგატეხილ "ლევანტეს" მასპინძლობს. სახელგატეხილი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვალენსიური კლუბი ეჭვმიტანილია.

ფეხბურთის პროფესიულ ლიგას აინტერესებს ძალით "დაუწვა" თუ არა "ლევანტე" 31-ე ტურში შინ "დეპორტივოს" (0:4).

შეგახსენებთ, რომ მაშინ სკანდალი ჯერ კიდევ შესვენებაზე მასპინძელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა ხოსე ბარკერომ ატეხა, ჩემი თანაგუნდელები არ იბრძვიანო (შესვენებაზე უკვე 0:3 იყო). ამის გამო ბარკეროს დანარჩენ გუნდთან გასახდელში სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, ამ მატჩზე კი უახლოეს დღეებში გამოძიება დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ "დეპორტივოც" იმ ექვსეულშია, რომელიც დარჩენისთვის იბრძვის და "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

მოურინიომ ჯავრი ჟურნალისტებზე იყარა
ჟოზე მოურინიო კი ალბათ მშვიდად ჩაამთავრებს ამ სეზონს და "რეალიდან" წავა. მოუს ერთადერთი მოტივაცია რჩება - თასის ფინალი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის ტიტული არაა, პორტუგალიელს შვება, რომ მოგვაროს.

"ვალიადოლიდთან" თამაშამდე ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ "აფეთქდა". მან ესპანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის დაცვა სულაც არ ესაჭიროება, მისი რეკორდები თავად მეტყველებენ:

"სულ ველი, რომელიმე ჭკვიან რეპორტიორს, იქნებ, ისეთი კითხვა დასვას, რომ პასუხის გასაცემად პასტა და ფურცელი დამჭირდეს. ამაოდ.

ლა ლიგის რეკორდული მოგება ჩემია, ვითამაშე ჩემპიონთა ლიგის სამ ნახევარფინალში, თუმცა ეს არ მაკმაყოფილებს. მაგრამ ეს ხომ ადვილი არ იყო?

"რეალში" 21 წელიწადში 18-მა მწვრთნელმა მხოლოდ ხუთჯერ მიაღწია ამ შედეგს. ამ ცუდმა ბიჭმა მოურინიომ კი სამში სამჯერ შეძლო.

ჩემი ბრალია, იმდენი ტიტული მაქვს მოგებული და ისეთი შედეგებისთვის მიღწეული, რომ მერე ყველა მხოლოდ პირველობას ელის შენგან.

თქვენ, ჟურნალისტებს, გსურთ, ერთი ხელის მოსმით ჩამომიცილოთ, მაგრამ არ გამოგდით.

მანახეთ გუნდი, რომელიც 101-ზე მეტი ქულით მოიგებს ჩემპიონატს. 20 წელი იყო რეალი "კოპა დელ რეის" გარეშე - ჩვენ ის მოვიგეთ. ამას თქვენ ვერ წაშლით"
.

ზოგადად ჟოზე ხშირად აცდენს ხოლმე პრესკონფერენციებს და აიტორ კარანკას ავალებს იქ მისვლას. ეს ის შემთხვევაა, როცა ესპანელ ჟურნალისტებს ერჩივნათ, ისევ ასისტენტი გაეშვა "განსაკუთრებულს" მათთან.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIV ტური
3 მაისი
სელტა-ბილბაო 1:1

4 მაისი
ვალენსია-ოსასუნა 18:00
დისკვალიფიკაცია: ალბელდა (ვალ)
ტრავმა: არიბასი (?), სისი, ანანი, არმენტეროსი (ოსა)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +16=8-5, (39-18)

გრანადა-მალაგა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იებდა, რესიო. ბენიტესი, ფ. რიკო - ტულალანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=0-2, (2-9)

რეალი-ვალიადოლიდი 22:00
დისკვალიფიკაცია: ალბიოლი (რეალ)
ტრავმა: რამოსი, არბელოა, მარსელო (რეალ)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +18=9-4, (68-31)

დეპორტივო-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: პიცი, აგილარი - კოშტა, კოკე
ტრავმა: მარჩენა, ლაურე, სალომაო (?) (დეპ)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +11=8-15, (39-51)

5 მაისი
მალიორკა-ლევანტე 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნსუე, ალვარო, ჟ. ვიქტორი (მალ)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=3-3, (17-14)

სარაგოსა-ვალეკანო 19:00
დისკვალიფიკაცია: დელიბაშიჩი (ვალ)
ტრავმა: ობრადოვიჩი, სუკულინი, ალამო - ლეო კარილიო, როდრი, ბანგურა (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=6-3, (34-22)

სევილია-ესპანიოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტროხოვსკი, მედელი (?), რეიესი, კონდობია (?) - მატიონი, ლონგო, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +18=8-9, (59-41)

ბარსელონა-ბეტისი 23:00
დისკვალიფიკაცია: ფაბრეგასი - ნაჩო, კანიასი
ტრავმა: მასკერანო, პუიოლი, ბუსკეტსი (?) - ვილარჩაო, პაულაუ, პერკისი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +19=8-8, (84-45)

6 მაისი
ხეტაფე-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: ესკუდერო, კოლუნგა, ტორესი - ილარამენდი, ელუსტონდო, პრიეტო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=5-2, (9-11)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 44 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 19 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 18 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული