"ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ტრანსფერებზე 100 მილიონი ევრო დახარჯოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა ზაფხულის ტრანსფერებზე 100 მილიონი ევრო დახარჯოს.

თანხის ნახევარი ბიუჯეტიდან დაიფარება. ხოლო დანარჩენი 50 მილიონი ევროს გამომუშავებს კლუბი გაყიდული ფეხბურთელებიდან გეგმავს.

სავარაუდოდ "ბლაუგრანა" გუნდის ფორვარდებს დავიდ ვილიას და ალექსის სანჩესს, მეკარე ვიქტორ ვალდესს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება, რომლებიც ახლა სხვა კლუბებში იჯარის წესით თამაშობენ.

ადრე იყო ცნობები, რომ "ბარსელონა" ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავდა: ახალი მეკარის, ცენტრალური მცველის და "სანტოსის" ფორვარდ ნეიმარის. ხოლო მეოთხე ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ის ან ფლანგის მცველი იქნება ან ფორვარდი.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული