"კამპ ნოუზე" პეპ გვარდიოლას მხარდამჭერი ბანერი ჩამოხსნეს

AutoSharing Option
34-ე ტურის მატჩში, "ბეტისის" წინააღმდეგ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "კამპ ნოუს" ერთ-ერთი ტრიბუნიდან ჩამოხსნა ხოსეპ გვარდიოლას მხარდამჭერი ბანერი, რითაც "ბარსას" ფანების აღშფოთება დაიმსახურა.

ამ ამბავმა მთელ კატალონიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 7 მაისს კატალონიის რადიოს ეთერში ახსნეს მიზეზი, რის გამოც ჩამოიხსნა პეპის მხარდამჭერი ბანერი - კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, ამის მიზეზი ბანერის განთავსებაა არასწორ ადგილზე, ის ფარავდა კლუბის სპონსორის ლოგოსო.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც ახლა უმუშევარია, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იქნება.

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესი ყველაზე მაგარი მცველია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული