ჟოზემ განაცხადა, რომ თავად "რეალში" დარჩენას გეგმავს მომავალ სეზონში. მან კომენტარი გააკეთა იკერ კასილიასთან დაკავშირებითაც:
"ყველაფერი ძალიან მარტივადაა - დიეგო ლოპესი ჩემთვის უკეთესი გოლკიპერია, ვიდრე იკერ კასილიასი. არაფერი პირადული.
მე მიყვარს ისეთი მეკარე, რომელიც კარგად თამაშობს ფეხით, მეორე სართულზე თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ბრწყინვალეა კარის ხაზზე. მოკლედ, ასეთ მეკარედ დიეგო ლოპესი მიმაჩნია".
მოურინიომ არც პეპეს კომენტარი დატოვა უყურადღებოდ, რომელმაც იკერ კასილიასის
"პეპეს პრობლემას არ ჰქვია კასილიასი, პეპეს პრობლემას ვარანი ჰქვია. ეს არის მთელი ისტორია. ვარანი ათამაშდა და პეპე შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძვის. მინდა აღვნიშნო, რომ პეპეს შესახებ მხოლოდ იმიტომ დავაფიქსირე აზრი, რომ შემეკითხეთ. ჩემი ინიციატივა არ იყო ამის წამოძახება".
ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანი - კარლო ანჩელოტის თანაშემწე "რეალში"?
სერხიო რამოსს ჟოზე მოურინიოს ბედი არ ანაღვლებს