აღშფოთებული კარლეს პუიოლი "ბარსელონადან" მიდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" 35 წლის მცველმა კარლეს პუიოლმა უკმაყოფილება გამოთქვა ბოლო დროს გუნდში გამეფებული ნეგატიური ატმოსფეროს გამო, - იუწყება sport.es.

საიტის ცნობით, ფეხბურთელი კლუბის ამ ზაფხულს შეცვლის ვარიანტსაც განიხილავს.

თურმე პუიოლს განსაკუთრებით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის საქმისადმი დამოკიდებულება აღიზიანებს, რომელიც მისი აზრით, არაფერს აკეთებს გუნდში მეკარე ვიქტორ ვალდესისა და თავდამსხმელ დავიდ ვილიას შესანარჩუნებლად.

პუიოლი მზადაა, დატოვოს "ბარსა", მიუხედავად იმისა, რომ მასთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კარლესმა ესპანეთის ჩემპიონატში სულ 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ესპანურმა გაზეთმა
"მარკამ" "ბარსელონას" კოლაფსის 10 მიზეზი ჩამოთვალა

დღის სუპერგოგონა: კარლეს პუიოლის ულამაზესი მეორე ნახევარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული