გერმანიის ნაკრების მეკარე "ბარსელონაში" გადადის

AutoSharing Option
ესპანური პრესის თანახმად, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ძალიან ახლოსაა "ბარსელონასთან" ხელშეკრულების გაფორმებასთან.

თუმცა ჯერ უცნობია, როდიდან ამოქმედდება ეს ხელშეკრულება. ყველაფერი ვიქტორ ვალდესზეა დამოკიდებული. თუ ვალდესი ამ სეზონის ბოლოსვე წავა "ბარსელონადან", ტერ შტეგენს ამ ზაფხულშივე აიყვანენ. თუმცა შესაძლებელია, ვიქტორ ვალდესმა კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ ერთი წელი დაჰყოს "ბარსაში".

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ახლახან შესრულდა 21 წლის. მან უკვე 2-ჯერ ითამაშა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ ვალდესი ჩემპიონთა ლიგის 100-იანებს შეუერთდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული