მალაგა: ფერეირა გაუშვეს, პელეგრინი მოდის?

AutoSharing Option

"მალაგას" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა გუნდის პორტუგალიელი თავკაცი ჟეზუალდო ფერეირა. ფერეირა ესპანურ კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა "პორტუდან" მას შემდეგ, რაც "მალაგა" ყატარელმა შეიხმა აბდულა ბინ ნასერ ალ ტანიმ იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიურ კლუბს ნორმალური ბიუჯეტი აქვს, "მალაგა" ძალზე წარუმატებლად ასპარეზობს ლა ლიგაში. ფერეირას გუნდმა მხოლოდ 2 თამაში მოიგო, ჯამში კი 21 გოლი გაუშვა.

ესპანური მედია ფერეირას შემცვლელად მანუელ პელეგრინის ვარაუდობს, რომელიც შარშან მადრიდის "რეალს" წვრთნიდა. 64 წლის ჟეზუალდო ფერეირა 90-იანი წლების ბოლოს პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2002 წელს ის "ბენფიკაში"

მიიწვიეს, მაგრამ ერთი სეზონიც ვერ გაძლო. მომდევნო წელს მან "ბრაგა" ჩაიბარა, რომელიც სულს ღაფავდა. იმ სეზონში გუნდმა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა, შემდეგ კი ლიდერთა შორის დამკვიდრდა. 2006 წელს კი ის "პორტუში" კო ადრიანსეს ნაცვლად გადავიდა. მან გუნდი სამჯერ გახადა პორტუგალიის ჩემპიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოაგებინა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული