"დეპორტივოს" პრეზიდენტი: პრიმერაში გარიგებული მატჩები მრავლადაა...

AutoSharing Option
"დეპორტივოს" პრეზიდენტი აუგუსტო სეზარ ლენდოირო ამტკიცებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გარიგებული მატჩები მრავლადაა.

"დღეს ყველა საუბრობს, რომ "ლევანტესთან" (4:0) ჩვენი გამარჯვება საეჭვო იყო, თუმცა ეს ასე არაა.

სად იყავით მაშინ, როდესაც სეგუნდა დივიზიონში გვაგდებდნენ? 2011 წელს "დეპორტივოს" ყველა თამაშის შედეგი წინასწარ იყო მოლაპარაკებული. შეხედეთ ყურადღებით და ნახავთ, რამდენი დაუჯერებელი შედეგია იქ. ეს რომ რამდენიმე კლუბის გარიგება იყო, დასაბუთება არ შემიძლია, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა იცის.

მინდა ვუთხრა ქომაგს, რომ პრიმერაში საკმაოდ ბევრი გარიგებული მატჩია, თუმცა "დეპორტივო" მათში არ მონაწილეობს. ჩვენ ხელები
სუფთა გვაქვს",
- აქვეყნებს პრეზიდენტის სიტყვებს El Mundo.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ესპანეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგა "ლევანტე"-"დეპორტივოს" მატჩს იძიებს. ფუნქციონერები ეჭვობენ, რომ თამაში გარიგებული იყო.

"დეპორტივო" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-18 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:
ლევანტე-დეპორტივო, შესაძლოა, ჩაწყობილი იყო
ესპანეთის პროფესიული ლიგის ახალი პრეზიდენტის ახალი გეგმები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული