ლა ლიგა. XXXV ტურის წინ: ომი და სიჩუმე

AutoSharing Option
ორი სრული და ორიც არასრული ტური დარჩა ლა ლიგის 82-ე გათამაშების დასრულებამდე. ახლა უკვე ყველაფერი "ბარსელონაზეა" დამოკიდებული, ტიტო ვილანოვას გუნდს შეუძლია გაინაღდოს ჩემპიონობა, ამისთვის კი მოგება სჭირდება.

ეს კი არცთუ იოლი იქნება - "ბლაუგრანა" "ვისენტე კალდერონს" სტუმრობს...
თუკი საჩემპიონო საკითხი მხოლოდ ფორმალობაა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის, ევროპალიგის საგზურებისთვის და ელიტაში დარჩენისთვის ნამდვილი მინი-ომები მიმდინარეობს.

გაუქმებული პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალი" ბარსელონაში ჩადის, კატალონიის მეორე გუნდ "ესპანიოლთან" სათამაშოდ. იმის გამო, რომ "სამეფო კლუბის" პრესკონფერენციები ჟოზე მოურინიოსა და მედიის დაპირისპირების წყაროდ იქცა, კლუბის ხელმძღვანელობამ
"ესპანიოლთან" მატჩის წინ სულაც გააუქმა მედიასთან შეხვედრა, ჟურნალისტებთან არც მწვრთნელის ასისტენტი აიტორ კარანკა გაუშვეს.
ყველას კარგად ახსოვს სამშაბათის პრესკონფერენცია "მალაგასთან" მატჩის წინ, რომელშიც მოუმ ესპანური მედია, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

იმ პირობებში, როცა სამწვრთნელო შტაბს საკუთარ ფეხბურთელებთან აქვთ პრობლემები მოსაგვარებელი (მაგალითად, მოურინიოს პეპესთან), კიდევ ერთი ფრონტის გაღვივება მიზანშეუწონლად ჩათვალეს. ჟოზე მოურინიო სამი სეზონია, "რეალში" და ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა პრესასთან შეხვედრა გაუქმდა. სხვათა შორის, ახლა კლუბისთვის მთავარი მოვლენა საკალათბურთო ევროლიგის ოთხთა ფინალია და არა ფეხბურთი.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ბარსელონურ კლუბთან მატჩისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ალვარო არბელოას და სამი ხედირას გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ინდივიდუალურად გაისარჯნენ. ჟოზემ კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩართო ვარჯიშში სარეზერვო გუნდიდან - ლორენტე. პარასკევს ვერ ივარჯიშეს იოზილმა, ფაბიო კოენტრაომ და ალბიოლმა, თუმცა რთული მდგომარეობა მხოლოდ პირველს აქვს.

ხავიერ აგირეს "ესპანიოლს" კიდევ შეუძლია ევროსაგზურისთვის ბრძოლა, ხოლო ჟოზესთვის ყოველ ქულას ახლა ოქროს ფასი აქვს, განსაკუთრებით მას მერე, რაც მადრიდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

სავარაუდო შემადგენლობები
ესპანიოლი: კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი, ვერდუ, ვაკასო - ს. გარსია.
რეალი: დ. ლოპესი - ნაჩო, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - დი მარია, კაკა, რონალდო - ბენზემა.

გაისვრის 22-ედაც?
"ვისენტე კალდერონს" ლეო მესი შთამბეჭდავი რეკორდით ეწვევა - მან გაიტანა ზედიზედ 21 ტურში, რომლებშიც თამაში შეძლო. თუკი ლეო დარჩენილ 4 მატჩში 7 გოლს გაიტანს, ახალ რეკორდს დაამყარებს ლა ლიგაში. არგენტინელის შედეგიანობის გათვალისწინებით, ამის მიღწევა "ლა პულგას" შეუძლია.

ტიტო ვილანოვას პედრო და ვიქტორ ვალდესი გამოუჯანმრთელდა. სხვათა შორის, სამეკარეო კუთხით სიახლე ისაა, რომ 21 წლის გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ერთობ მიუახლოვდა "ბარსას" და შესაძლოა, მან ვალდესიც შეცვალოს, მომავალ სეზონში (ან ერთი სეზონის მერე). დიეგო სიმეონეს გუნდმა მიზანს უკვე მიაღწია - მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინაღდა. ხოლო ტიტოს გუნდს მოგება ოფიციალურად გააჩემპიონებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი - კოკე, რაულ გარსია, არდა თურანი - ფალკაო.
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, ალბა - ჩავი, სონგი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ტელიო.

ვაკანტური საგზურისთვის
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე, ვაკანტური საგზურისთვის ორი კლუბი იბრძვის (რადგან "მალაგა" უეფამ მოკვეთა) - "რეალ სოსიედადი" და "ვალენსია". მართალია, თითქოს, ბასკეთში ამ კითხვას პასუხი სანსებასტიანელთა სასარგებლოდ გაეცა, მაგრამ შემდეგ "რეალ სოსიედადი", მოულოდნელად, მადრიდში "ხეტაფესთან" დამარცხდა. ასე რომ, "ღამურები" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან კონკურენტს. "ვალენსია" "რაიო ვალეკანოს" ეწვევა, ხოლო "სოსიედადი" "გრანადას" უმასპინძლებს.

სტუმრად თამაში უფრო ძნელია, მაგრამ ლევანტელთა მეტოქე უმოტივაციოა, ხოლო ბასკების მოწინააღმდეგე გააფთრებით იბრძვის ლა ლიგაში დარჩენისთვის.

თუკი "ვალენსია" ამ ბრძოლას წააგებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფინანსური პრობლემების შესამსუბუქებლად კლუბს კიდევ ერთხელ მოუწევს წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა. ასე შეიძლება აღმოჩნდეს ფრანგი მცველი ადილ რამი "ჩელსიში", რომელიმე პრემიერლიგურ კლუბს უწინასწარმეტყველებენ ბომბარდირ რობერტო სოლდადოსაც.

ლა ლიგა. XXXV ტური

10 მაისი
ლევანტე-სარაგოსა 0:0

11 მაისი
ბილბაო-მალიორკა 18:00
დისკვალიფიკაცია: ანდერი (ბილ)
ტრავმა: ლაპორტი, გალარეტა, ამორებიეტა, პერესი - ალვარო, ჟ. ვიქტორი, ნსუე
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +15=7-13, (48-46)

ვალიადოლიდი-დეპორტივო 20:00
დისკვალიფიკაცია: პიცი, აგილარი (დეპ)
ტრავმა: ლარსონი - სილვიო, ლაურე, სალომაო, მარჩენა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +10=12-11, (39-41)

ოსასუნა-ხეტაფე 22:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: ლორენტე, ანანი, სისი, გონსალესი, დამია, არმენტეროსი - კოლუნგა, ესკუდერო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +6=9-10, (19-30)

ესპანიოლი-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლონგო, გომესი, სიმაო, ალვარესი, მატიონი - არბელოა, რამოსი, მარსელო, კოენტრაო (?), იოზილი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +7=5-25, (32-78)

12 მაისი
ვალეკანო-ვალენსია 14:00
დისკვალიფიკაცია: დელიბაშიჩი - ალბელდა, ჟონასი
ტრავმა: ბანგურა (?), ლეო კარილიო, როდრი, ტიტო - პიატი, ფეგული, რამი, კანალესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=2-11, (19-39)

ბეტისი-სელტა 19:00
დისკვალიფიკაცია: კანიასი, ნაჩო - ინსა, ლაგო
ტრავმა: პაუალაუ, ბენიატი (?), კასტო, პერკისი - კაბრალი, მალიო, ალვარესი, ბერმეხო
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=9-11, (28-38)

ატლეტიკო-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: კოშტა, კოკე - ფაბრეგასი
ტრავმა: ბუსკეტსი (?), პუიოლი, მესი (?), მასკერანო (ბარ)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +13=6-18, (65-89)

მალაგა-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: დემიკელისი, ს. სანჩესი (მალ)
ტრავმა: ტულალანი, გომესი, ელიზეუ - ტროხოვსკი, რაკიტიჩი (?), რეიესი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=5-9, (34-32)

13 მაისი
სოსიედადი-გრანადა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩაბი პრიეტო, ელუსტონდო, ილარამენდი - იებდა, ფ. რიკო, რესიო (?), ბენიტესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (7-7)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 19 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული