პორტუგალიელმა წარმატება უსურვა მანჩესტერულ გრანდში ფერგიუსონის შემცვლელ დევიდ მოიესსაც.
"როდესაც სერ ალექსმა პატივი დამდო, დამირეკა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად მაცნობა, გაკვირვებული და დაღონებული დავრჩი. ამასთან, სასიამოვნო იყო მისი იმ ემოციებისა და სიამაყის გრძნობის გაზიარება, რაც მის არაჩვეულებრივ კარიერას ახლავს.
ვფიქრობ, მოიესი - ბრწყინვალე არჩევანია. ის მომწონს, როგორც პიროვნება და მწამს, რომ "იუნაიტედში" მას მხარდაჭერა არ მოაკლდება. ჩემი აზრით, მას საკმარისად აქვს ის თვისებები,
სერ ალექსს ბედნიერებას ვუსურვებ, დევიდს კი წარმატებულ კარიერას "ოლდ ტრეფორდზე", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports.
ჟოზემ ასევე თქვა, რომ ფერგიუსონთან "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის შესაძლებლობა არ განუხილავს.
"ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ჩემმა მეგობრებმა კი იციან, "რეალის" შემდეგ რომელ კლუბში მუშაობას ვისურვებდი".
პორტუგალიელმა ისიც აღიარა, რომ არ აპირებს ფერგიუსონის თავკაცობით "იუნაიტედის" ბოლო შეხვედრის ყურებას.
"რა თქმა უნდა, არ ვუყურებ. არ მინდა ვიტირო", - თქვა მოურინიომ.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXVII ტურის წინ: შოტლანდიელების გამოსამშვიდობებელი საღამო
ალექს ფერგიუსონი: დევიდ მოიესის მუშაობით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი
"წითელი ეშმაკი" დევიდ მოიესი
დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის