ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" ჩემპიონობას ვულოცავ [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ესპანიოლთან" (1:1) ესპანეთის ჩემპიოანტის 35-ე ტურის მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ჩემპიონობა მიულოცა.

"პირველ რიგში მინდა "ბარსელონას" - ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს ჩემპიონობა მივულოცო. მათ მოიგეს ტიტული, რომელიც აქამდე ჩვენ გვეკუთვნოდა და ეს უნდა მივულოცოთ მათ.

არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა ვარანის ტრავმაზე, მაგრამ ვფიქრობ ის ძალიან სერიოზულია. ის ვერ ითამაშებს ესპანეთის თასის ფინალში და სეზონის სხვა დარჩენილ მატჩებშიც. თუმცა ჩვენ მისი შემცვლელი გყავს.

რა თქმა უნდა, საწყენია მისი დაკარგვა, მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს.

განაცხადში პეპეს არ შეყვანა ჩემი გადაწყვეტილება იყო. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და ამ გადაწყვეტილების გამო თავი არ უნდა ვიმართლო. ზოგჯერ დეტალურად ვხსნი, ზოგჯერ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია",
- თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს "ბარსელონა" ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრას სტუმრად მადრიდში "ატლეტიკოსთან" გამართავს, თუმცა "რეალის" ქულების დაკარგვამ "ბარსელონა" უკვე ჩემპიონი გახადა.

ამ დროისთვის "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით უსწრებს და ორი მატჩით ნაკლები აქვს "სამეფო კლუბზე" ჩატარებული. 

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული