რაფაელ ვარანი ესპანეთის თასის ფინალში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში "ესპანიოლთან" ფრანგმა რაფაელ ვარანმა მუხლი დაიზიანა და ის უკვე პირველ ტაიმში შეცვალეს.

დიდი შანსია, რომ ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდა მცველი ესპანეთის თასის ფინალში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ არ ეყოლება.

"სამეფო კლუბის" ექიმები შიშობენ, რომ ვარანს მენისკის ტრავმა აქვს.

"წინასწარ თქმა არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, ვარანისთვის სეზონი დასრულებულია", - განაცხადა მოურინიომ. როგორც ჩანს, მოურინიოს მოუწევს მოედანზე პეპეს გამოყვანა, რომელიც მან კრიტიკის გამო დასაჯა.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" ჩემპიონობას ვულოცავ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული