ლიონელ მესი ტრავმირებულია - დიაგნოზს ბარსელონას კლინიკა დასვამს

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" მატჩის მეორე ტაიმში ლიონელ მესიმ კუნთი დაიჭიმა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ვინაიდან იმ დროისათვის ტიტო ვილანოვას სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა, "ბარსელონამ" შეხვედრა 10 კაცით ჩაამთავრა, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო - 2:1.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მესიმ გოლთა სერია შეწყვიტა. აქამდე მან ზედიზედ 21 ტურში გაიტანა, რომლებშიც ითამაშა; "ატლეტიკოსთან" კი თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ლეო მესი ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ტესტირებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენ ხანს გამოტოვებს ფეხბურთელი.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძის საყურადღებოდ: როგორ გახდა ლიონელ
მესი ტრავმაგამძლე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული