ტესტირებამ აჩვენა, რომ მესის მარჯვენა ფეხის კუნთი უკიდურესად დაჭიმულია.
ლეოს ტრავმის მოსარჩენად 2-3 კვირა ესაჭიროება. ასე რომ, მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.
არგენტინელმა ტრავმა "ვისენტე კალდერონზე" გაიმიზეზა. მესიმ რომც მოასწროს ბოლო ტურისთვის გამოჯანმრთელება, "ბარსას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ათამაშოს.
მესის ამ სეზონში ლა ლიგაში 46 გოლი აქვს გატანილი და ის ვეღარ გააუმჯობესებს შარშანდელ მიღწევას (50 გოლი).
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი ტრავმირებულია - დიაგნოზს ბარსელონას კლინიკა დასვამს