ვნახოთ, რა მოხდება პარასკევის სათასო ფინალში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 17 მაისს გაიმართება.
პეპე: დილემა მოუსთვის
ჟოზე მოურინიოს საკადრო პრობლემები მოუმრავლდა: რაფაელ ვარანმა "ესპანიოლთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და მისი თამაში გამორიცხულია. 19 წლის ფრანგი ამ სეზონში "რეალის" დაცვის შეუცვლელ წევრად იქცა. ამიტომაც მისი გამოკლება უკვე დიდი დანაკლისია.
ამით ჟოზეს პრობლემები არ ამოიწურება: ალვარო არბელოას ზურგი აწუხებს, სერხიო რამოსს და მარსელოს - კუნთი, მესუთ იოზილს
მოურინიოს სხვა გზა არ რჩება, უნდა დააბრუნოს გუნდში პეპე, რომელიც კრიტიკისთვის მოკვეთა, თუმცა რას გადაწყვეტს პორტუგალიელი, ძნელი გამოსაცნობია.
დიეგო სიმეონეს გაცილებით უკეთ აქვს ამ მხრივ საქმე. მას მარიო სუარესიც გამოუჯანმრთელდა. სუარესი ტიაგოს ადგილს დაიკავებს სასტარტოში. სულ ეს არის, რა ცვლილებაც შეიძლება ვიხილოთ ბოლო მატჩებიდან.
კოპა დელ რეი. ფინალი
რეალი-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარანი, არბელოა (?), ს. რამოსი (?), მარსელო (?), იოზილი (?) - სუარესი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: დ. ლოპესი - ესიენი, ალბიოლი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, მ. სუარესი, არდა თურანი - დ. კოშტა, ფალკაო.
იცით თუ არა, რომ...
* ყველა შეჯიბრში "რეალმა" ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა.
* ამ სეზონში ტოპ-5 ჩემპიონატში მხოლოდ "რეალია" შინ დაუმარცხებელი სეზონის განმავლობაში.
* კრიშტიანო რონალდომ 8-ჯერ ითამაშა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ და 8 გოლი გაუტანა.
* "კოპა დელ რეის" ბოლო 19 მატჩში "რეალს" მინიმუმ, ერთი გოლი მაინც გააქვს.
* ლა ლიგის ბოლო 4 ტურში "ატლეტიკომ" მხოლოდ 1 მოიგო.
* 1999 წლის შემდეგ "ატლეტიკო" 25-ჯერ შეხვდა და ერთხელაც ვერ მოუგო!
* "ატლეტიკომ" 9-ჯერ მოიგო თასი, აქედან 8-ჯერ "სანტიაგო ბერნაბეუზე".
* დიეგო კოშტა ესპანეთის თასის გათამაშების ბომბარდირია 7 გოლით.
კრიშტიანო: თასი ძალიან გვსურს
ესპანეთის თასის ფინალის წინ თავისი აზრი გამოთქვა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ამ ტურნირზე 6 გოლი აქვს გატანილი - ერთით ნაკლები, ვიდრე ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ბრაზილიელ დიეგო კოშტას.
"ჩვენ ძალიან მოწადინებულნი ვართ - "კოპას" მოგება გვსურს. ვიცით, რომ ძალიან დიდი ბრძოლა გველის, ეს ხომ დერბია. ამიტომ დიდებული შოუ მაყურებელს გარანტირებული აქვს.
იმედი მაქვს, მოგებას შევძლებთ და ამ სეზონში უტიტულოდ არ დავრჩებით. თუკი მოედანზე გავალთ და ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, გავიმარჯვებთ კიდევაც.
მართალია, ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ, მაგრამ ტრიბუნებზე უცნაური სიტუაცია იქნება, ფანები 50/50-ზე იქნებიან".
გონსალო იგუაინი (რეალი):
"ჩვენ ვიცით "ატლეტიკოს" სუსტი წერტილები და ფინალში შევეცდებით, "ავაფეთქოთ" ეს სუსტი წერტილები და ამის ხარჯზე გავიმარჯვოთ. თუ ამას მოვახერხებთ, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ვარანი ესპანეთის თასის ფინალში ვერ ითამაშებს