კოპა დელ რეი. ფინალი: "ატლეტიკომ" მოიგო, ჟოზე მოურინიო გააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
3 გაძევება (ჟოზე მოურინიოს ჩათვლით) და 13 გაფრთხილება - ასეთი იყო "კოპა დელ რეის" სკანდალური ფინალი, რომელშიც "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და პეპემ ერთმანეთში იჩხუბეს.

საბოლოოდ, 120 წუთიანი დრამის შემდეგ 1999 წლის შემდეგ პირველად "ატლეტიკომ" შეძლო მადრიდის "რეალის" დამარცხება - 2:1.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს წასვლის დროც მოსულა.

ანგარიში პირველ ტაიმში კრიშტიანო რონალდომ თავურით გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-9 მატჩში "ატლეტიკოსთვის" გატანილი მე-9 გოლია. თუმცა რადამელ ფალკაოს ბრწყინვალე პასის წყალობით დიეგო კოშტამ გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამარჯვების გოლი "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ
პირველ დამატებით ტაიმში თავით გაიტანა დიეგო ლოპესის კარში.

ესპანეთის თასი. ფინალი
რეალი-ატლეტიკო 1:2 (დ.დ.)
გოლები: 1:0 რონალდო (14), 1:1 დ. კოშტა (35), 1:2 მირანდა (98)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ესიენი, ალბიოლი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (90. არბელოა) - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, მოდრიჩი (90. დი მარია), რონალდო - ბენზემა (90. იგუაინი).
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (112. რაულ გარსია), მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი (111. კ. როდრიგესი) - დ. კოშტა (105. ადრიან ლოპესი), ფალკაო.
გაფრთხილება: კოენტრაო, ხედირა, იოზილი, რამოსი, რონალდო, ესიენი, დი მარია - თურანი, კოშტა, სუარესი, კოკე, გაბი, მირანდა
გაძევება: რონალდო (114), გაბი (120)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 21-25; კარში დარტყმა: 14-8 (9-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 80 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიეგო სიმეონე: ჩვენ "რეალის" შიში დავძლიეთ
ჟოზე მოურინიო: ასეთი ცუდი სეზონი კარიერაში არ მქონია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული