19 მაისს ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" ბოლო საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც მასპინძლებმა "ვალიადოლიდი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს ტიტული გადასცეს.
პუიოლმა კი გადაწყვიტა, ჯილდო ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალს აეწიათ, რომლებიც მამაცურად უმკლავდებოდნენ იმ რთულ პრობლემებს, რაც თავს გადახდათ.
აბიდალის გვერდით მყოფი სონგი კაპიტნის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა და წინ ერიკთან ერთად გამოვიდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით გაგრძელდა.
იხილეთ ვიდეო