ფლორენტინო პერესი: დასამალი რაა, პსჟ-ს კარლო ანჩელოტის თაობაზე მივმართეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე გამოაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან მიდის, თუმცა არაფერი უთქვამს მის შემცვლელზე.

ფლორენტინოს მოუწია კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა: რას იტყვის ის კარლო ანჩელოტიზე.

პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

"რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ახალი მწვრთნელის კანდიდატურებზე, მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ მწვრთნელთან არ მიგვიღწევია რაიმე სახის შეთანხმებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა კლუბებს, მათ შორის, "პარი სენ-ჟერმენს".

დასამალი არაფერია, ჩვენ უკვე მივმართეთ პარიზულ კლუბს, მაგრამ მათ აგვიხსნეს, რომ ანჩელოტის ტრანსფერი "რეალში" შეუძლებელია. მას
მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს პსჟ-სთან"
.

"მარკას" ცნობით, პსჟ არ შეუშლის ხელს ანჩელოტის სურვილის ასრულებაში, ერთი პირობით, "სამეფო კლუბს" რამდენიმე ფეხბურთელის დათმობა მოუწევს.

პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა, შემხვედრი ნაბიჯი გადადგას "სამეფო კლუბისკენ", თუკი ეს უკანასკნელი პარიზელთა ინტერესის სფეროში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს კრიშტიანო რონალდო, ანხელ დი მარია, პეპე და გონსალო იგუაინი აინტერესებს.

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: "რეალში" ჟოზე მოურინიოს ერა დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული