"რეალ სოსიედადის" თავკაცმა ჩემპიონთა ლიგა "რენზე" გაცვალა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სან სებასტიანის "რეალ სოსიედადი" მე-4 ადგილზეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

ბასკებს ორი მატჩი დარჩათ "რეალთან" შინ და "დეპორტივოსთან" სტუმრად. ამ დროს კი გუნდის ფრანგმა თავკაცმა ფილიპ მონტანიემ კლუბიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

კარგი შედეგების გამო მას ახალ კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ მონტანიემ უარი თქვა და "რენში" ფრედერიკ ანტონეტის შეცვლის.

მონტანიე "რენთან" 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 48 წლის სპეციალისტი 2011 წელს დაინიშნა "რეალ სოსიედადში". 2009 წელს ის ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ("ბულონში").

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა.
XX ტური: "ბარსას" დამარცხების ბასკური ფორმულა: ჩორი, ჩორი, აგირეჩე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული