ბასკებს ორი მატჩი დარჩათ "რეალთან" შინ და "დეპორტივოსთან" სტუმრად. ამ დროს კი გუნდის ფრანგმა თავკაცმა ფილიპ მონტანიემ კლუბიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
კარგი შედეგების გამო მას ახალ კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ მონტანიემ უარი თქვა და "რენში" ფრედერიკ ანტონეტის შეცვლის.
მონტანიე "რენთან" 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 48 წლის სპეციალისტი 2011 წელს დაინიშნა "რეალ სოსიედადში". 2009 წელს ის ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ("ბულონში").
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა.