პსჟ მადრიდის "რეალისგან" კომპენსაციის სახით 7,5 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა არ კარგავს იმედს, რომ შეძლებს "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის გადაბირებას.

მაგრამ საამისოდ გვარიანი თანხის დახარჯვა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი გაწყდება და პორტუგალიელი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდება. მის მემკვიდრედ კი "სამეფო კლუბში" ანჩელოტი სურთ.

პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე ჩამოყალიბდა კომპენსაციაზე, რომელსაც ფრანგული კლუბი "რეალს" მოსთხოვს - ეს თანხა 7,5 მილიონ ევროს უდრის.

ეს იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" არ დათანხმდება პარიზელთა წინადადებას და რომელიმე მადრიდელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს.

აქამდე ესპანურ პრესაში
დაიწერა, რომ "რეალი" არ აპირებს კომპენსაციის თანხის გადახდას მწვრთნელისთვის.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: დასამალი რაა, პსჟ-ს კარლო ანჩელოტის თაობაზე მივმართეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული