"ატლეტიკო" ალვარო ნეგრედოში 18 მილიონ ევროს იხდის, "სევილია" 25-ს აფასებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შეცვალოს კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო, რომლის "მონაკოში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

მადრიდელებმა გადაწყვიტეს, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის, როცა პრიმერაში თამაშობს 27 წლის ალვარო ნეგრედო. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა "სევილიას" რიგებში უკვე გაიტანა 20 გოლი და სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია დარჩენილი.

"ატლეტიკო" მზადაა, ნეგრედოს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ "სევილიას" პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს ცენტრფორვარდი 25 მილიონი ევრო უღირს.

ალბათ, სწორედ "ატლეტიკოს" ვარიანტის გამო ნეგრედომ "ვესტ ჰემში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

ასევე იხილეთ:

ალვარო ნეგრედო: ესპანეთისთვის ფრანგებთან მატჩი ფინალივითაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული