რაც არ უნდა შოკისმომგვრელი და დამამცირებელი იყოს ეს კრიშტიანუ რონალდოსთვის, "ჩემი აზრით, იოზილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ამბობს პერესი.
იოზილი ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი არაა, რომელმაც "რეალის" ხელმძღვანელთაგან ქება დაიმსახურა. წინა კვირას, "ჰერკულესთან" მატჩის შემდეგ სემი ხედირამ ჟოზე მოურინიოსგან განსაკუთრებული საქებარი სიტყვები მიიღო.
"ის ყველგან იყო - ნახევარდაცვაში და დაცვის ცენტრში. პეპეს შეცვლის შემდეგ ის საუკეთესო იყო", - თქვა მოურინიომ. პორტუგალიელმა ხედირა ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
იოზილი და ხედირა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ "რეალში" ერთად, ჯამში 30 მილიონ ევროდ გადავიდნენ. თავდაპირველი ვარაუდების შემდეგ, თითქოს გერმანულ წყვილს ესპანურ გარემოსთან აკლიმატიზაცია უჭირდა, ისინი ძალიან მალე ესპანეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
მომზადებულია Welt am Sonntag-ის მიხედვით