ჩავი ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
"დონ ბალონს" თუ დავუჯერებთ, ესპანეთის ნაკრებს ვერ უნდა ჰქონდეს კარგად საქმე - ჩავი ერნანდესი სერიოზულად ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებას, რადგან მტკივანი ფეხი "ორ ფრონტზე" ერთნაირი წარმატებით თამაშის საშუალებას აღარ აძლევს.

"ფურია როხასა" და "ბარსელონას" შორის კი კატალონიელი უპირატესობას კლუბს ანიჭებს. 30 წლის ჩავი ესპანეთის ნაკრებში შუახაზის უდავო ლიდერია, მის ანგარიშზე 97 კეპია. "დონ ბალონი" ვარაუდობს, რომ ჩავი ჯერჯერობით ოფიციალურად ნაკრებიდან იმიტომ არ მიდის, რომ მას მე-100 თამაშის ჩატარება სურს "ფურია როხას" მაისურით.

შეგახენებთ, რომ ოქტომბერში ვისენტე დელ ბოსკემ ჩავის გამო
გამონაკლისი დაუშვა, ბარსელონელს დასვენება ესაჭიროებოდა და ესპანელთა თავკაცმა ის ლიტვის და შოტლანდიის ნაკრებებთან მატჩებში არ ათამაშა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული