ლიონელ მესი ლა ლიგის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესიმ 46-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდოს 12 ბურთით გაუსწრო. მესამე ადგილი 28 გოლით მადრიდის "ატელტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ დაიკავა.

მეოთხე პოზიციაზე ალვარო ნეგრედო (სევილია) გავიდა, რომელსაც "ვალენსიასთან" შესრულებული პოკერის შემდეგ 25 გოლი დაუგროვდა.

ნეგრედომ ერთი ბურთით გადაუსწრო რობერტო სოლდადოს (ვალენსია).

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ სეზონშიც საუკეთესო ბომბარდიდი 50 გატანილი ბურთით ლიონელ მესი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული