ჩაბი ალონსომ საზარდულის ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბასკმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ტრავმის გამო შეიძლება 3-4 თვე ვერ ითამაშოს.

ჩაბი ალონსო ბოლო მომენტში გამოეთიშა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას, რომელიც 15 ივნისიდან კონფედერაციათა თასზე ითამაშებს. ჩაბი ალონსოს საზარდულის ოპერაცია გაუკეთეს. ექიმთა მტკიცებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

"რეალის" პრესსამსახური არ იუწყება, რამდენ ხანში გამოჯანმრთელდება ჩაბი ალონსო, თუმცა ესპანური პრესის მტკიცებით, ეს 3-4 თვეში მოხდება. ასე რომ, 31 წლის ნახევარმცველი მომავალი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს.

ასევე იხილეთ:
ჩაბი ალონსო: გაისადაც მადრიდის "რეალში" ვითამაშებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული