დი მარია უკვე მადრიდშია

AutoSharing Option
ანხელ დი მარიას შვებულებამ სულ რამდენიმე დღეს გასტანა. მუნდიალიდან არგენტინაში დაბრუნებულმა 22 წლის ნახევარმცველმა სამშობლოში მცირე ხანი დაჰყო და პირდაპირ მადრიდში გადაფრინდა, სადაც "რეალის" სამედიცინო შტაბი გულდასმით გასინჯავს და თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოაჩნდა, სამეფო კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს. დი მარიას მადრიდული პრეზენტაცია სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება.

"ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" თამაშის ღირსი გავხდი. ვიმედოვნებ, ამ კლუბთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ. ჩემში გადახდილი თანხა უმაღლეს დონეზე თამაშს მავალდებულებს, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მადრიდში დიდი ამბიციებითა და პროფესიული ზრდის სურვილით ჩამოვედი",
- უთხრა დი მარიამ ესპანურ პრესამ.

"რეალმა" ლისაბონის "ბენფიკას" მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა. "ბენფიკას" შემადგენლობაში დი მარიას 117 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 15 გოლი გაიტანა. მისი ევროპული კარიერა 2007 წელს დაიწყო, როცა "ბენფიკას" "როსარიო სენტრალიდან" მიაშურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული