"ბეტისმა" ფეხბურთელი 1 ევროდ და 20 ცენტად შეიძინა

AutoSharing Option
კურიოზული ფაქტი მოხდა ესპანეთში - ლა ლიგის კლუბმა ფეხბურთელი 1 ევროდ და 20 ცენტად შეიძინა!

სეგუნდა დივიზიონის "ნუმანსიაში" 21 წლის კონგოელი გარემარბი სედრიკ მაბვატი სევილიის "ბეტისში" გადავიდა.

ის 2011 წლიდან თამაშობდა "ნუმანსიაში", მაგრამ კონტრაქტი ისე ჰქონდა შედგენილი, რომ პრიმერა დივიზიონის კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადასვლა შეეძლო.

ასეც მოხდა, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად 1 ევრო და 20 ცენტი გაფორმდა, ზუსტად ეს სიმბოლური თანხა ჩაერიცხება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ტრანსფერის განხორცილებისთვის.

სხვათა შორის, "ნუმანსიამდე" აფრიკელი მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრება იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მასე თუა, ერთი 50 ...ს კი იყიდიდა კაცი, სოფელში ყანა მაქვს დასამუშავებელი :D
შაკო
17:59 11-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული