ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ისკო სუარესის შეძენა ურჩია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც იმუშავებს, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს "მალაგას" ნახევარმცველის, ისკო სუარესის გადაბირება ურჩია.

ისკოს შეძენა "რეალისთვის" პრიორიტეტული გახდა. ამის შესახებ AS იუწყება.

ზიდანმა აღნიშნა, რომ ისკო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მოსწონს. მადრიდული კლუბი ნახევარმცველის გაფორმებას, რაც შეიძლება, მალე შეეცდება, რადგან "მანჩესტერ სიტიში" ისკოს ხილვა მანუელ პელეგრინის სურს.

"სამეფო კლუბის" მესვეურები შეეცდებიან, დაარწმუნონ ისკო, რომ ის გუნდში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ისკო სუარესის სატრანსფერო ფასი, კონტრაქტის მიხედვით, 35 მილიონ
ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული