ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 16 ივნისს, ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში ურუგვაის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.
ანგარიში მე-20 წუთზე პედრო როდრიგესმა კუთხურიდან მოწოდების შემდეგ გახსნა. შესვენებამდე რობერტო სოლდადომ ანგარიში ორამდე გაზარდა. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლუის სუარესი გამოირჩა.
იხილეთ ვიდეო
"საოცარი გრძნობა დამეუფლა. უკვე ხუთი თვეა, ოფიციალურ მატჩში არ მითამაშია და თავს დებიუტანტივით
კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშითა და გამარჯვებით. დელ ბოსკესა და თანაგუნდელთა ნდობისათვის მადლობელი ვარ", - უთხრა კასილიასმა ესპანურ პრესას.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]