გვარდიოლა: მხოლოდ მესისა და ვილაზე არ ვართ დამოკიდებული

AutoSharing Option
”ბარსელონა” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრიმერადივიზიონის 10-ე ტურში ”ხეტაფესთან” მატჩის  შემდეგ აღიარა, რომ მის გუნდს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებია. ფეხბურთის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისიც ახსნა, თუ რატომ შეცვალა ჩავი.

- იოლად მოიგეთ?
- ”ხეტაფეს” სტუმრად დამარცხება ყოველთვის ძნელია. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა რომ შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავსულიყავით.

- როგორც
ანს, მესი და ვილა შეუჩერებლები არიან...
- ყველაფერი ამ ტანდემზე არაა დამოკიდებული. აქ მიზეზთა მთელი ერთობლიობაა. კარგია, რომ ისინი გოლებს იტანენ, მაგრამ უმთავრესი მთელი კოლექტივი და გუნდია.

- ჩავი იმიტომ შეცვალეთ, რომ დასვენების
საშუალება მიგეცათ?
- ყოველთვის, როდესაც არსებობს საშუალება და ვხვდებით, რომ დატვირთვები შეიძლება ზედმეტად დიდი იყოს, ვცდილობთ შევამციროთ ისინი.

- გაღელვებთ, რომ პიკემ შესაძლოა ”ელ კლასიკო” გამოტოვოს ყვითელი ბარათების რაოდენობის გამო?
- ყველაფერი ამ მატჩით არ იწყება და არ მთავრდება. ის არ გამოვა მოედანზე ”ვილიარეალთან”, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება, ”ალმერიას” წინააღმდეგ ითამაშებს. ”რეალთან” შეხვედრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.


მომზადებულია AS
-ის მიხედვით,
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული